Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ეკა ზღულაძემ `გლობალ კონტაქტ კონსალტინგის` თემაზე კომენტარი გააკეთა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/06_12/61135.jpg

 

წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ისაუბრეს.

 

"გლობალ კონტაკტ კონსალტინგის" სატელიტური ანტენების დაყადაღების შესახებ განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა უწყებაშიც. მინისტრის მოადგილის განმარტებით, დასაწყობებული ტექნიკის დაყადაღება არ უკავშირდება რომელიმე მედიასაშუალების მაუწყებლობის შეზღუდვას, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას.

`გუშინ პოლიციამ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში, დროებით დააყადაღა დასაწყობებული სატელიტური ანტენები.

ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო მედიის ხალმისაწვდომობასთან, სიტყვის თავისუფლებასთან და ასე შემდეგ. საქმე ეხება კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების მქონე პირის მიერ კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, კონკრეტული ამომრჩევლისთვის, კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას - შესაბამისად, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება.

ჩვენ გვაქვს და განვაგრძობთ არჩევნების გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიო და მკაცრ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი განსაკუთრებული ინტერესის საგანი არის ან გახდება; ეს ნიშნავს, რომ კანონის აღსრულებისას არ იქნება კომპრომისები.

თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფო იქნება ძალიან ღია ნებისმიერ ახალ იდეასთან მიმართებით, თუ ის შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო ღია და სამართლიანი გავხადოთ წინასაარჩევნო გარემო,`- განაცხადა ზღულაძემ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...