planetanews Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61134.jpg 24 ივნისიდან კოალიცია `ქართული ოცნება` საარჩევნო სიების "კარდაკარის" პრინციპით გადამოწმებას იწყებს. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და მასში კოალიციის 10,000 აქტივისტი იქნება ჩართული. პროცესი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოქალაქეებს სპეციალური კითხვარების შევსება მოუწევთ.`კარდაკარის მეშვეობით `ქართული ოცნება` მოახდენს - პირველი - ხმის უფლების მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობის გადამოწმებას, მეორე - საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების გამოვლენას, მესამე - მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას, მეოთხე - ამომრჩევლის მოსალოდნელი აქტივობის გაზომვას, მეხუთე - ამომრჩევლის განწყობის გაზომვას, მეექვსე - უმისამართო პირადობის მოწმობების მქონე ამომრჩევლების გამოვლენას და მეშვიდე - დუბლირებულ მისამართზე მცხოვრები ამომრჩევლების გამოვლენას,`- განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts