planetanews Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61138.jpg კულტურის სამინისტროში ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტზე იმსჯელეს. პრეზენტაციას, ნიკა რურუასთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი - ნიკა ვაჩეიშვილი - და იტალიელი რესტავრატორი, იუნესკოს მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი და კონსულტანტი, ანდრეა ბრუნოც, დაესწრნენ. შეხვედრაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ ხელოვანებათმცოდნეები, ისტორიკოსები და მწერლები. მოლაპარაკებები საპატრიარქოს მონაწილეობით გრძელდება ტაძრის დასავლეთ ფრთასთან დაკავშირებით. "ყველაფერი კეთდება იმ კრიტერიუმებით, როგორც ამას საჭიროებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული პრაქტიკა და, მეორე მხრით, კონკრეტულად ის მოთხოვნები და რჩევები, რომლებიც ჩვენთან ჰქონდა იუნესკოს;"მინდა ხაზი გავუსვა - ის აბსოლუტურად დილეტანტური ცრუ ფოტოები არის ყალბი. ეს არის ჩვეულებრივი მცდელობა ტორპედირებისა ამ მართლაც საუცხოო, ძალიან ხარისხიანი პროექტის", განაცხადა რურუამ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts