planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61140.jpg მომავალი კვირიდან პარლამენტი ახალი საკანონმდებლო ინიციტივის განხილვას იწყებს. ფაქტი დღეს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა. ინიციატივა, რომელიც საკაბელო ოპერატორებს წინასაარჩევნოდ ყველა ტელეარხის გავრცელებას ავალდებულებს, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, უფასო სატელევიზიო რეკლამის ანალოგიურია. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიებისა და საკაბელო მაუწყებლების ურთიერთობაც, რეკლამის მსგავსად კომერციული ინტერესებით რეგულირდება, თუმცა წინასაარჩევნოდ, ინფორმაციის მიღების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას უკვე კანონი უზრუნველყოფს. საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრის შემდეგ, შეთანხმების შეასრულება, მარეგულირებელ კომისიასთან ერთად დაიწყება. "აქედან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში არსებობს განსხვავებული რეგულაციები, ამის მაგალითია სატელევიზიო რეკლამა, რომელიც ასევე კომერციულია. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენთან მოქმედებს განსხვავებული წესი, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიები ვალდებულები არიან, უფასოდ გადასცენ პოლიტიკური პარტიების სატელევიზიო რეკლამა. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ საარჩევნო პერიოდში დაწესდეს განსხვავებული რეჟიმი და, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს სხვა პერიოდში, ანუ არ ერევა კერძო სუბიექტების ურთიერთობაში, საარჩევნო პერიოდში დარეგულირდეს განსხვავებულად, ანუ სახელმწიფო ჩაერთოს და დაავალდებულოს როგორც საკაბელო კომპანიები, ასევე სატელევიზიო არხები, რომ მათ მიაღწიონ შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ერთი მხრივ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მეორე მხრივ კი ყველა სატელევიზიო არხს ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ხმა მიაწვდინოს მოსახლეობას. და რაც მთავარია - მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, მოისმინოს ყველანაირი აზრი და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს", - განაცხადა მან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts