planetanews Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61130.jpg ვიდრე ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ.`გლობალ ტივის` სატელიტური ანტენები ამ დრომდე დაყადაღებულია. – ამ თემას ცოტა ხნის წინ შეფასება მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდანაც. კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.`ინიციატივის კონკრეტული შინაარსია, რომ ყველა სატელვიზიო არხს საქართველოში ჰქონდეს წვდომა მაყურებელთან მოქმედი ყველა საკაბელო ქსელის ეშვეობით. ეს არის გზა, რომლითაც ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება თავისი სიტყვა მიიტანოს ამომრჩევლამდე და ეს არის გზა, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შეუზღუდავი ინფორმაციის მიღების საშუალება,`- განაცხადა ბაქრაძემ."გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით, პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პროკურატურის წარმომადგენლები "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" რამდენიმე საწყობში ერთდროულად შევიდნენ. გარე პერიმეტრს კი პოლიცია აკონტროლებდა.პარლამენტი კი გამოდის ინიციატივით, რომ ყველა ლიცენზირებულ საკაბელო არხს მიეცეს საშუალება გადასცეს ლიცენზირებული ტელევიზიების მაუწყებლობა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts