planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/baqradze-dato-249x3001.jpgპარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და პარლამენტში ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის (CERN) გენერალურ დირექტორს, პროფესორ როლფ-დიტერ ჰოიერს შორის დღეს შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ ქართველ ფიზიკოსებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც გადაწყვიტეს მეცნიერებას გაყვნენ, ექნებათ შესაძლებლობა გამოცდილება მიიღონ და მუშაობა შვეიცარიაში განაგრძონ. “მეცნიერება ჩვენი პრიორიტეტია და თანამედროვე მეცნიერების განვითარება უცხოეთთან ინტენსიური კონტაქტების გარეშე შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, CERN-ი მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ცენტრია და მასთან ურთიერთობის განვითარება ქართული მეცნიერების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ. თავად როლფ-დიტერ ჰოიერის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საქართველოში მეცნიერების განვითარების და უმაღლესი განათლების განვითარების საკითხები განიხილეს. “ძალიან მოგვწონს წარმატებები, რასაც საქართველომ მიაღწია, რასაც მე აეროპორტიდან აქ მოსვლამდე ვხედავდი, თუ რამდენად განსხვავდება საქართველო იმისგან, რაც ორი წლის წინ იყო” – აღნიშნა როლფ–დიტერ ჰოიერმა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts