planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/kaxa-kukava1.jpgროგორც “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავმა განაცხადა, „აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს“.კახა კუკავამ ბათუმში, “ქართული დასისა” და “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გამოხატება როგორც კულტურულ, ისე ეკონომიურ ექსპანსიაში. “სამარცხვინოა, როცა იმ ადგილზე, სადაც თურქული შაურმა იყიდება, გადმოკიდებულია თურქეთის დროშა. ყველაზე მეტი მუშახელი ამ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა 60% აღწევს, თურქეთის მოქალაქეები არიან. ამ ცინიზმის ლოგიკური სიმბოლო გახდა ის, რომ მოინდომეს აზიზის მეჩეთის მშენებლობა ბათუმის ცენტრში. ეს ხდება ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, საზოგადოების და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დუმილის ფონზე, ვინაიდან პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ ნაწილს ერიდება არ გაანაწყენოს სხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და ურჩევნია, გაანაწყენოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები”, – აღნიშნა კახა კუკავამ.“თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა სოლიდარობა გამოხატა ქართველი მუსულმანების მიმართ.“ჩვენ ვართ სოლიდარული ქართველი მუსულმანებისა და არ გვაქვს პროტესტი, მათ ჰქონდეთ მეჩეთები და სალოცავი ადგილები, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს შეხება თურქეთის ფინანსებთან და თურქი დამპყრობელი სულთანის სახელთან”, – აღნიშნა კახა კუკავამ.საზოგადოებას ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა კუკავამ, 30 ივნისს, 19:00 საათზე გმირთა საფლავთან შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts