planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/davit_bakradze2-300x225.jpgიმ ინიციატივის შესახებ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო კომპანიებს ავალდებულებს, ყველა სატელევიზიო არხი გაავრცელონ დავით ბაქრაძემ დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.“საკაბელო კომპანიები ყველა სატელევიზიო არხის გავრცელების ვალდებულებას კანონით განსაზღვრულ საარჩევნო პერიოდში აიღებენ”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ბაქრაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ მაუწყებელსა და საკაბელო კომპანიას შორის ფასსა და პირობებზე შეთანხმება არის კომერციული საკითხი, თუმცა არსებობს გამონაკლისები და ეს გამონაკლისი შეეხება მოსახლეობის ინტერესს.“აქედან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში არსებობს განსხვავებული რეგულაციები, ამის მაგალითია სატელევიზიო რეკლამა, რომელიც ასევე კომერციულია. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენთან მოქმედებს განსხვავებული წესი, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიები ვალდებულები არიან, უფასოდ გადასცენ პოლიტიკური პარტიების სატელევიზიო რეკლამა. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ საარჩევნო პერიოდში დაწესდეს განსხვავებული რეჟიმი და, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს სხვა პერიოდში, ანუ არ ერევა კერძო სუბიექტების ურთიერთობაში, საარჩევნო პერიოდში დარეგულირდეს განსხვავებულად, ანუ სახელმწიფო ჩაერთოს და დაავალდებულოს როგორც საკაბელო კომპანიები, ასევე სატელევიზიო არხები, რომ მათ მიაღწიონ შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ერთი მხრივ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მეორე მხრივ კი ყველა სატელევიზიო არხს ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ხმა მიაწვდინოს მოსახლეობას. და რაც მთავარია – მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, მოისმინოს ყველანაირი აზრი და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.მისი თქმით, ეს ვალდებულება საკაბელო კომპანიებს საარჩევნო პერიოდში, ანუ კანონით განსაზღვრულ პერიოდში ექნებათ. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts