planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/kontrolis-palataaa6-300x225.jpgროგორც კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იგი 32 პირის მიერ, პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის სახით გაღებული თანხების წარმომავლობას და დასაბუთებულობას შეისწავლის. ჩამონათვალში არიან პირები, რომლებმაც პარტიებს: “თავისუფალი საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი მემარჯვენეები”, “რესპუბლიკური პარტია”, “კონსერვატიული პარტია”, “ეროვნული ფორუმი”, ასევე საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებას” და კოალიცია “ქართულ ოცნებას” თანხები ჩაურიცხეს.“ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონით დადგენილი მანდატის ფარგლებში ამოწმებს შემოწირულებათა კანონიერებას. მონიტორინგის პროცესში I ეტაპზე გამოვლინდა შემოწირულებათა გარკვეული კატეგორია, რომელთა დასაბუთებულობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შეფასების მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, გამოკითხვის პროცედურას”, – აცხადებს კონტროლის პალატა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts