planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/kontrolispalata4.jpgკონტროლის პალატა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” შეწირული თანხების წარმომავლობით დაინტერესდა. შემოწირულობები ფიზიკურმა პირებმა – ვლადიმერ ნარტყოშვილმა, ვასილ სულხანიშვილმა, მალხაზ ჭყოიძემ, ბეჟან ოდიშვილმა, სერგო ლაბარტყავამ, თამაზ ჯამაგიძემ, ელგუჯა ბერიაშვილიმა და ზურაბ ინასარიძემ განახორციელეს.კონტროლის პარატის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვლადიმერ ნარტყოშვილმა – 8 ათასი ლარი, ვასილ სულხანიშვილმა – 40 ათასი ლარი, მალხაზ ჭყოიძემ – 6 ათასი ლარი, ბეჟან ოდიშვილმა – 5 ათასი ლარი, სერგო ლაბარტყავამ – 40 ათასი ლარი, თამაზ ჯამაგიძემ – 40 ათასი ლარი, ელგუჯა ბერუაშვილმა – 20 ათასი ლარი, ხოლო ზურაბ ინასარიძემ – 12 ათასი ლარი შესწირეს. აგრეთვე კონტროლის პალატა 8 პირის მიერ პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმისთვის” გადარიცხული თანხების წარმომავლობასაც შეისწავლის.“ეროვნულ ფორუმს” ლეილა ჩქარეულმა – 4 000 ლარი, კახა ჩაკვეტაძემ – 18 692 ლარი, მაია თანიაშვილმა – 4 997,50 ლარი, ავთანდილ დავითაძემ – 12 844 ლარი, ირმა დავითაძემ – 10 673 ლარი, მარინა ნადირაძემ – 6 500 ლარი, ლევან ჩიჩუამ – 4 997,50 ლარი, მარინე ავაზაშვილმა კი 9 940 ლარი გადაურიცხა.კონტროლის პალატას არც “კონსერვატიული პარტიისთვის” ბიძინა გუჯაბიძის, გივი რამაზაშვილის, გიგა ბუკიას, დავით ბაციკაძის და შოთა ორთავიძის მიერ შეწირული თანხები გამორჩენია და ისინიც საეჭვოდ მიიჩნია. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, “კონსერვატიულ პარტიას” ბიძინა გუჯაბიძემ – 30 ათასი ლარი, გივი რამაზაშვილმა – 16 ათასი ლარი, გიგა ბუკიამ – 35 ათას 450 ლარი, დავით ბაციკაძემ – 16 ათას 150 ლარი, შოთა ორთავიძემ კი 1000 ლარი შესწირეს.კონტროლის პალატაში განმარტავენ, რომ პოლიტიკურ გაერთიანებათა სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების მონიტორინგის პროცესში I ეტაპზე შემოწირულებათა გარკვეული კატეგორია გამოვლინდა, რომელთა დასაბუთებულობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts