Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- ახალი აკრძალვა სასამართლოში – მედიის და საზოგადოების შეზღუდვა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/Copy-of-9197-300x266.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ 19 ივნისს მიღებული ბრძანების მიხედვით, სასამართლოში ფოტო, კინო და ვიდეო გადაღებასთან ერთად სტენოგრამირება, აუდიო ჩანაწერის გაკეთება და მობილური ტელეფონის დაშვება აიკრძალა. აქამდე სტენოგრამირება და აუდიო ჩაწერა სასამართლოს მიერ დადგენილი წესით ხდებოდა. მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში ფარული ჩანაწერების გადაღებით და შემდეგ მათი გავრცელებით ხსნიან.

იურისტი თამარ გურჩიანი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ ცვლილებას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მართლმსაჯულება გამჭვირვალე ვერ იქნება თუ ყოველგვარი ტექნიკური საშუალებით სასამართლო სხდომების ჩაწერა აიკრძალება.

თამარ გურჩიანი: „კიდევ უფრო შეზღუდვა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასდროს დავრწმუნდებით მართლმსაჯულება აღსრულდა თუ არა, იმიტომ რომ ჩვენ ამის მტკიცებულებას ვერასდროს მოვიპოვებთ. შესაბამისად, სანდოობა მართლმსაჯულების მიმართ შემცირდება.“

ადმინისტრაციული დავებიდან საარჩევნო ერთ–ერთია, სადაც დაშვებული იყო სასამართლო სხდომებზე ჟურნალისტებისთვის სტენოგრამირების და აუდიო ჩანაწერის გამოყენება. გურჩიანის განმარტებით, ეს ბრძანებულება შეზღუდავს მედიის თავისუფლებას და შესაბამისად, კიდევ მეტ უნდობლობას გააჩენს საზოგადოებაში.

თამარ გურჩიანი: “რა თქმა უნდა, საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის უმჯობესია თვალ–ყურს ადევნებდეს სასამართლო სხდომებზე მიმდინარე პროცესებს. ამით დაკმაყოფილებული იქნება მათი ინტერესი ინფორმაციულობის თვალსაზრისით. როცა ინფორმაცია არ გაქვს, არც ნდობა გაქვს.“

ჟურნალისტი მიშა თავხელიძე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში ანტიკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებობს.

მიშა თავხელიძე: „ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციური ამაში არაფერია, თუმცა არც ის ბრძანება მინახავს და არც ის ვიცი კონკრეტულად რა სხდომებს ეხება ეს. არსებობს თუ არა სპეციალური პროცედურა, რის მიხედვითაც ჟურნალისტს შეეძლება აუდიო ჩამწერის სხდომაზე შეტანა. ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ეს. ნუ ჩაიწერს და ისე ჩაინიშნოს ჟურნალიტმაც, რა პრობლემაა. ვერ ვხვდები, რატომ არის ამის გამო პანიკა.“

თამარ გურჩიანის თქმით, ბევრ ქვეყანაში სასამართლო სხდომებზე ტექნიკის გამოყენების აკრძალვის პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს. თუმცა ეს შეზღუდვები არ ვრცელდება სასამართლოს ყველა ინსტანციაში.

„ბევრი ქვეყნის სასამართლოში იკრძალება ფოტო–ვიდეო გადაღება. მაგ: აშშ–ის უზენაეს სასამართლოში არ დაიშვება, თუმცა შტატების დონეზე კი გამოიყენება. სხვა ქვეყნებში ეს არის ძველი პრაქტიკა. ჩვენთან კი 21–ე საუკუნეში, ასეთი მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ატარებენ ცვლილებებს. ისეთ ნაბიჯებს დგამს ქართული სახელმწიფო, რომლებიც უკვე ანაქრონიზმად არის შეფასებული სხვა ქვეყნებში.“

ნონა გედენიძე

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...