planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpgიზაბელ რასელირუსეთის სამხედრო წრთვნები კავკასიაში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარდება.რატომ გადაწყვიტა კრემლმა სამხედრო წრთვნების ჩატარება კავკასიაში შემოდგომაზე, მაშინ როდესაც ტრადიციულად ის ივლისში ტარდება ხოლმე? იმიტომ რომ საქართველოში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა შექმნას – ერთხმად აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები და რუსი დისიდენტები.2008 წელს სამხედრო წრთვნების დასრულება ამ პატარა კავკასიურ რესპუბლიკაში რუსეთის არმიის ინტერვენციას დაემთხვა. საბჭოთა კავშირზე მონატრებულ ვლადიმერ პუტინს, რომლის შეიარაღებულ ძალებსაც დღემდე ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20% (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი), სურს გავლენის აღდგენა ამ აჯანყებულ რეგიონზე, რომელიც დასავლეთისკენ მიბრუნდა და მისი ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება უნდა. „მაგრამ ის ვერ გაბედავს საქართველოში შეჭრას საბაბის გარეშე“, – მიაჩნია ოპოზიციასთან დაახლოებულ რუს პოლიტოლოგ ანდრეი პიონტკოსვსკის .საზღვრების დაცვაამგვარად, ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პუტინისთვის ალიბი გახდეს. „თუკი კრემლი შეძლებს არჩევნების მიმდინარეობის დარღვევას დემონსტრაციების მეშვებით, გამოიყენებს რა საქართველოში გავლენის საკუთარ ბერკეტებს, ის სამხედრო ავანტიურის გამართლებისთვის შეეცდება ამოეფაროს დემოკრატიას საკუთარი გავლენის სფეროში“, – შიშობს საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვის წარმომადგენელი.თუმცა, არსებობს მეორე სცენარიც: ისრაელის სამხედრო შეტევა ირანზე, რომელსაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შეიძლება ამ შემოდგომაზეც მოხდეს. „თავდაცვის სამინისტრო ამზადებს გეგმას ირანში ჩარევის შემთხვევისთვის“, – დარწმუნებულია რუსი სამხედრო ანალიტიკოსი პავლე ფელგენჰაუერი, რომელიც როგორც წესი კარგად არის ინფორმირებული მსგავს საკითხებზე.14 მარტს რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ ოფიციალურ წყაროთა ციტირება მოახდინა, რომლის თანამხად ირანთან ომი გაართულებს სიტუაციას კავკასიაში, და რომ რუსეთმა შეიძლება გარკვეული თეთრი ლაქები ამოავსოს. კერძოდ, გააუსაფრთხოოს საზღვარი სომხეთს და ირანს შორის.ანდრეი პიონტკოვსკის ამაში ეჭვი არ ეპარება: „თუკი ბარაკ ობამა, რომელიც დაპირდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ მეორე მანდატის დროს უფრო დამყოლი იქნება, ხელახლა არჩევასთან ახლოს იქნება, ისრაელელები დარტყმას განახორციელებენ. პუტინი ამას ელოდება. ის მოითხოვს სომხეთში რუსულ ბაზებთან წვდომას და აიძულებს საქართველოს გაუხსნას მას სამხედრო დერეფანი“.ქართული პარანოია? რატომ არის რუსეთი ამდენად შეპყრობილი ამ პატარა მეამბოხე რესპუბლიკით, რომელმაც საბჭოთა კავშირი 1991 წელს დატოვა? ტრადიციულ მიზეზებს (რუსეთის გავლენის აღდგენა საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე, ასევე ნატოსა დ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების არდაშვება) ემატება ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებული წარმატებები, რომელსაც თბილისმა მის მიერ განხორციელებული გარდაქმნებით მიაღწია, და პირველ რიგში – პოლიციის რეფორმით.შემდგარი ფაქტის სტრატეგია„კრემლი შეშინებულია საქართველოს მიღწევებით, რომელსაც რეგიონში მისაბაძი მაგალითის სახელი უმკვიდრდება. ნებისმიერი წარმატება პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინს აზიანებს“, – დასძენს ანდრეი პიონტკოვსკი. შეშფოთებას ვერ მალავს ვერც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთს სურს საქართველოს დაბრუნება რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს და ამისთვის რამდენიმე სცენარს ამუშავებს. მე არ ვამტკიცებ, რომ შემოდგომაზე აუცილებლად განხორციელდება ინტერვენცია, მაგრამ სერიოზული რუსული ჩარევის საფრთხე აბსოლუტურად რელურია“.მეტიც, რეგიონში რუსეთის კონტიგენტი შეივსო. 58-ე არმიის (2008 წელს საქართველოში ინტერვენციის დროს მთავარი დამრტყმელი ძალა) ხელმძღვანელის, გენერალ ანდრეი გურულევის თქმით, მისი დანაყოფები „გადააიარაღეს“. კავკასიაში ახალი სარაკეტო კომპლექსები განათავსეს. ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეიძლება საბრძოლო ვერტმფრენები გააგზავნონ. „სტრატეგიული“ წრთვნებში „კავკასია – 2012“ საქართველოს ეს ორი ოკუპირებული ტერიტორიაც არის ჩართული.„რა თქმა უნდა, მოსკოვი სიხარულით შეხვდებოდა სააკაშვილის არჩევნებში დამარცხებას, მაგრამ ირანის ომი კრემლისთვის გაცილებით დიდ ინტერესს წარმოადგენს. სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთი შეძლებდა კონტროლის მოპოვებას ყველა იმ კავკასიურ და კასპიის სახელმწიფოზე, რომელიც ადრე მისი გავლენის სფეროს ნაწილი იყო. და ამას შემდგარ ფაქტად წარმოადგენს დასავლეთის წინაშე, რომელიც ვერაფერს გააკეთებს, რადგან ირანით იქნება დაკავებული. გარდა ამისა, პატარა ტრიუმფალური ომი რუსებს კრემლის ირგვლივ გააერთიანებს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს გაანადგუროს დემოკრატიული მოძრაობის ნარჩენები. და ბოლოს, რუსეთის სამხედრო ქმედებებს სააკაშვილის რეჟიმის დამხობა შეუძლია“, – მიაჩნია პავლე ფელგენჰაუერს.რა თქმა უნდა, ის შეიძლება ცდებოდეს. მაგრამ 2008 წელს ის იყო ერთადერთი, ვინც რუსეთის საქართველოში ჩარევა იწინასწარმეტყველა…ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts