planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 22:25 20.06.20122012 წლის 21 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან 2012 წლის 20 ივნისს კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, რაც თითქოსდა ვლინდება „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ მომხმარებლისათვის სატელევიზიო ანტენების დაყენებაში. http://2.bp.blogspot.com/-xCZrTH79Zu4/T-Nm-CTwelI/AAAAAAAAHdo/WBB-4ps7eng/s200/mediagaertianeba.jpgამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ.მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურის აღნიშნული ქმედება არის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული. პროკურატურა, ისევე როგორც იუსტიციის მთელი სისტემა, ხელისუფლების ხელში იქცა პოლიტიკური ოპონენტების დევნის, საკუთარი ხალხის დაშინებისა და თავისუფალი პრესის მიმართ რეპრესიების გატარების იარაღად. სრულიად ცინიკური და უზნეოა პროკურატურის განცხადება, რომ თითქოსდა აღნიშნული ყადაღის მიზანია „მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა“. სწორედ რომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მცდელობა და მოწოდება, რაც შეიძლება გააფართოვოს აბონენტთა რიცხოვნული და გეოგრაფიული არეალი, უწყობს ხელს თითოეულ მოქალაქემდე ალტერნატიული და მრავალმხრივი ინფორმაციის მიტანას. “სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ კატეგორიულად გმობს ხელისუფლების მცდელობას გახადოს მედია მის მიერ მართული და უკანონო და არასამართლიანი გზებით, ფაქტობრივად ტერორის გამოყენებით გაანადგუროს კონსტიტუციურად აღიარებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება. “სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ მის ხელთ არსებული ყველა ლეგიტიმური საშუალებით წინ აღუდგება თავისი წევრი მედია-სუბიექტების, და მათ შორის „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" კანონიერი უფლებების შეზღუდვას. 2012 წლის 21 ივნისი http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts