Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- სტუდენტები ანაკლიაში - “წინასაარჩევნო” ტრენინგები


Recommended Posts

ავტორი ლიკა ზაკაშვილი

12:19 22.06.2012

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს,

 

http://3.bp.blogspot.com/-3Wi0O6GmYNw/T-QqIk-GOFI/AAAAAAAAHeE/PM5SkBVQUHI/s200/zckwc.jpgამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა

განცხადება:

 

2012 წლის მაისიდან დღემდე ანაკლიაში თსუ-დან რამდენიმე ნაკადად გაემგზავრნენ სტუდენტები. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება სტუდენტების შერჩევა, გაურკვეველია. ასევე ჩვენთვის მიუწვდომელია პროგრამის აღწერა და შინაარსი. გთხოვთ, უზრუნველყოთ პროგრამის შინაარსისა და მონაწილეობის მისაღები კრიტერიუმების გასაჯაროვება, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეეძლოს მასში მონაწილეობის მიღება."

 

რექტორის სახელზე შედგენილ განცხადებას ხელს შვიდასამდე სტუდენტი აწერს, სტუდენტები რექტორისაგან "ანაკლიის პროექტის" დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ.

 

თსუ-ს სტუდენტების თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თსუ-ს 400-მდე სტუდენტი სპორტის სამინისტროს სპეციალური პროგრამით ანაკლიას ეწვია. ამბობენ, რომ მათ იქ უცხოელ ტრენერთა ხელმძღვანელობით საგანგებო სასწავლო კურსი გაიარეს.

 

„ერთიანი სტუდენტური მოძრაობის"აქტივისთა გარდა ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობდა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, ვერც ჩვენ, თვითმმართველობის არჩეულმა დელეგატებმა ვერ შევძელით ვერანაირი ინფორმაციის მოპოვება."- გვითხრა ლევან ლორთქიფანიძემ, ის თსუ-ს თვითმმართველობის დამოუკიდებელი დელეგატია „ნარინჯისფერთა" ალტერნატიული ჯგუფიდან.

 

თვითმმართველობის პრეზიდენტის დაჩი გუბაძის განაცხადებით, თვითმმართველობამ ანაკლიაში გასამგზავრებლად სტუდენტები რექტორის დავალებით მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით შეარჩია.

 

"ჩვენი ფაკულტეტის 49 წარჩინებული სტუდენტიდან არც ერთი არ წაუყვანიათ.თვითმმართველობასთან დაახლოებული პირები წაიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით ყველა თვითმმართველობის წევრს შეეძლო 4 კაცის დასახლება. ასე შეარჩიეს ანაკლიაში წასაყვანი სტუდენტები."- გვითხრა ლევან ლორთქიფანიძემ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, სპორტისა და ახალზრდობის სამინისტროს ანაკლიაში სტუდენტები სხვა უმაღლესი უნივერსიტეტებიდანაც მიჰყავს.

 

რომელი პროგრამის ფარგლებში ხდება სტუდენტების ანაკლიაში ჩაყვანა და რა სახის ტრენინგები უტარდებათ მათ იქ, ამ კითხვით სპორტისა და ახალგაზრობის სამინისტროში ახალგაზრდობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალიტს შორენა შიუკაშვილს მივმართეთ. მისი თქმით, სამინისტრო ანაკლიაში პატრიოტისა და ლიდერთა სკოლის პროგრამებს ახორციელებს.

 

"ლიდერთა სკოლის პროგრამა გვაქვს და პატრიოტების პროგრამა. რომელ პროგრამას გულისხმობთ ზუსტად ვერ ვხვდები"- გვითხრა შიუკაშვილმა და ანაკლიის პროექტების კორდინატორებთან დაკავშირება გვირჩია.

 

პატრიოტის პროგრამის კორდინატორის უჩა ვარამშვილის თქმით, ანაკლიაში სტუდენტების ჩაყვანა პატრიოტის პროგრამის ფარგლებში არ ხდება, ამიტომ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა. ლიდერთა სკოლის კორდინატორ ამირან ქართველიშვილთა დაკავშირება კი ვერ შევძელით.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, ანკლიაში ტრენინგზე ის ახალგაზრდული ნაციონალური ფრთის სიით მიდის, წელს ანაკლიაში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის" წევრებთან ერთად ტრენინგებს "ჩვეულებრივი" სტუდნეტებიც ესწრებიან.

 

"წინა წლებში ამ სახის ტრენინგებს მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის" წევრები და აქტივისტები ესწრებოდნენ."- გვითხრა სტუდენტმა.

 

"გამჭირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, ეკა გიგაურის თქმით, ანაკლიაში სტუდენტების დასასვენებლად ჩაყვანის ფაქტი იმ შემთხვევაში ჩაითვლება წინასარჩევნო მოსყიდვად, თუ იქ სტუდენტებს პრეზიდენტი, ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ხვდებიან და მოახლოვებული არჩევნების შესახებ ესაუბრებიან.

 

"გააჩნია რა ფორმატში მიმდინარეობს შეხვედრები. რაზეა საუბარი იქ,კიდე მნიშვნელოვანია რით იყო გამოწვეული ეს და ტარდებოდა თუ არა ეს პროგრამა გასულ წლებშიც" - გვითხრა ეკა გიგაურმა.

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-4194022072739895112?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...