Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: თავისუფლება და პასუხისმგებლობა ანუ წერილი იმას, ვისაც ფრიდრიხ ჰაიეკი წაუკითხავს


Recommended Posts

##image#9465#0#თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რო­დე­საც გა­ი­ფიქ­რებ, თუ მი­სი რა­ი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი ოდეს­მე წა­გი­კით­ხავს, მა­შინ­ვე ფრიდ­რიხ ჰა­ი­ე­კი უნ­და გა­გახ­სენ­დეს. ამ წე­რი­ლის და­წე­რა იმან მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც, და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცი, რომ ჰა­ი­ე­კი წა­კით­ხუ­ლი აქვს, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფორ­მუ­ლა გა­ვახ­სე­ნო.

პო­ლი­ტი­კურ კამ­პა­ნი­ას სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი რომ აქვს, არა­ხა­ლია. ჰა­ი­ე­კის გარ­და ამ თე­მა­ზე ბევ­რი სხვა ეკო­ნო­მის­ტიც წერ­და და სა­მი მათ­გა­ნი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლია. სწო­რედ მა­თი ნა­აზ­რე­ვის კვალ­დაკ­ვალ, 1960 წლი­დან, ეკო­ნო­მი­კის ახა­ლი სკო­ლაც გაჩ­ნდა – სა­ჯა­რო არ­ჩე­ვა­ნის სკო­ლა, რო­მელ­მაც ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზი და დაგ­ვა­ნა­ხა, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­სტი­ტუტ­მა ადა­მი­ა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ მხო­ლოდ შეზ­ღუ­დუ­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა იმუ­შა­ოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მთავ­რო­ბას ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა მიდ­რე­კი­ლე­ბა გა­ბე­როს ხარ­ჯე­ბი, გა­მო­ი­გო­ნოს ფუნ­ქცი­ე­ბი, აი­ღოს ვა­ლე­ბი – მოკ­ლედ, გახ­დეს ყვე­ლას პატ­რო­ნი და ჩვე­ნი პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რით ჩა­ა­ნაც­ვლოს.

რა მოჰ­ყვე­ბა, მა­გა­ლი­თად, ისეთ პო­ლი­ტი­კურ ნა­ბიჯს, რო­გო­რი­ცაა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ ყვე­ლას დაზ­ღვე­ვა, რო­გორც ამას ახ­ლა ბ-ნი ივა­ნიშ­ვი­ლი გვი­ყი­ჟი­ნებს? უზარ­მა­ზა­რი გაფ­ლან­გვა, სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სე­ბის მუდ­მი­ვი ზრდა, არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი და უხა­რის­ხო ჯან­დაც­ვა, ეკო­ნო­მი­კის შე­ნე­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ეს ნიშ­ნავს სი­ღა­რი­ბე­ში დარ­ჩე­ნას და მუდ­მივ პო­ლი­ტი­კურ არას­ტა­ბი­ლო­ბას.

სა­ჯა­რო არ­ჩე­ვა­ნის სკო­ლამ „აღ­მო­ა­ჩი­ნა”, რომ ასე­თი პროგ­რა­მა სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­ხეა, სა­ი­და­ნაც უკან გა­მოს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მის გა­უქ­მე­ბას მხარს არ და­უ­ჭერს. ამის ნაც­ვლად, მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა ეც­დე­ბა ამ მა­ხის რე­ფორ­მი­რე­ბას და გარ­დაქ­მნას, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტი ფუ­ლის ხარ­ჯვას და გაფ­ლან­გვას. ამას მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნებს – სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ ამ მა­ხის გა­უქ­მე­ბის რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს!

უფ­რო დი­დი პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც სა­ჯა­რო არ­ჩე­ვა­ნის ეკო­ნო­მის­ტე­ბი ამ­ჩნე­ვენ, ისაა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დროს და­პი­რე­ბუ­ლი ზღაპ­რუ­ლი იდე­ე­ბი ამომ­რჩევ­ლის სურ­ვი­ლის თა­მა­სას მაღ­ლა სწევს. ერ­თი ასე­თი და­პი­რე­ბის შემ­დეგ მათ უკ­ვე მტკი­ცედ სჯე­რათ, რომ მი­სი შეს­რუ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხო­ლო თუ არ სრულ­დე­ბა, მხო­ლოდ ცუ­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო, ვინც ბევრს იპა­რა­ვენ. მო­მა­ვალ­ში ამ და­პი­რე­ბის გა­უქ­მე­ბას ან გა­ქარ­წ####­ბას ვე­რა­ნა­ი­რი ექ­სპერ­ტი­ზა, გა­მოც­დი­ლე­ბა ან შე­გო­ნე­ბა ვე­ღარ შვე­ლის.

ცხა­დია, ის, ვინც დღეს ამ და­პი­რე­ბე­ბით სცო­დავს, ხვალ შე­იძ­ლე­ბა იმა­ვე მა­ხე­ში აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ მას ამ დროს მხო­ლოდ ერ­თი ამო­ცა­ნა აქვს – მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნოს. რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა და მთე­ლი პრო­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა მის ხელ­ში იმუ­შა­ვებს, ან არა და, ოპო­ზი­ცი­ა­ში დარ­ჩე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კას გა­აგ­რძე­ლებს.

სა­ჯა­რო არ­ჩე­ვა­ნის თე­ო­რია ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­გორც ბა­ზარ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზეც კონ­კუ­რენ­ცი­ას ეჯა­ხე­ბი­ან. ეს მათ აი­ძუ­ლებთ, კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და­პი­რე­ბე­ბი აკე­თონ და ამით შე­ე­ჯიბ­რონ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს. იმის გა­მო, რომ ამ და­პი­რე­ბე­ბი­სას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სხვი­სი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მა­თი საზ­ღვა­რი სხვა­გან გა­დის – გა­ცი­ლე­ბით უფ­რო შორს რე­ა­ლო­ბი­სა­გან. ასეთ რის­კზე ვერ­ცერ­თი ყვე­ლა­ზე თა­მა­მი ბიზ­ნე­სი ვერ წა­ვა.

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის სხვი­სი რე­სურ­სე­ბის გაფ­ლან­გვა უფ­რო ად­ვი­ლია, რად­გან მათ პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ ელით. პი­რი­ქით, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლოც დარ­ჩე­ბა – არ და­ა­ცა­დე­სო, იფიქ­რე­ბენ. ეს გრძნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მით უფ­რო ძლი­ერ­დე­ბა, რო­ცა მათ იცი­ან, ან ჰგო­ნი­ათ, რომ მთავ­რო­ბა სხვის რე­სურ­სებს წი­რავს და არა მათ პი­რადს.

მა­გა­ლი­თად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი სხვის ხარ­ჯზე გვპირ­დე­ბა – იმა­თი მეშ­ვე­ო­ბით, ვინც დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლია და ხვალ ამ წარ­მა­ტე­ბის­თვის და­ის­ჯე­ბა. შე­იძ­ლე­ბა პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერს, მაგ­რამ რაც მეტ ფულს და­ხარ­ჯავს ახ­ლა მთავ­რო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, მით ნაკ­ლე­ბი შან­სია იგი გან­ვი­თარ­დეს: ქა­ლა­ქი სოფ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს. აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში დარ­ჩე­ბა იმა­ზე მე­ტი ხალ­ხი, ვიდ­რე ამ სექ­ტორს შე­უძ­ლია, რომ ეფექ­ტი­ა­ნად და­ა­საქ­მოს ანუ პრო­დუქ­ცია გა­ამ­რავ­ლოს, მო­გე­ბა გა­ზარ­დოს და და­ნა­ხარ­ჯე­ბი შე­ამ­ცი­როს. მთავ­რო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა ახ­ლა სწო­რედ აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა, მათ შო­რის, დღგ-ის გა­დახ­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც. ეს და­უ­დევ­რო­ბაა მო­მავ­ლის მი­მართ, რად­გან, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვიმ­ტკი­ცებს, ერ­თხელ დაწ­ყე­ბუ­ლი ასე­თი პო­ლი­ტი­კის გა­მოს­წო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სულ მცი­რე, დი­დი შეც­დო­მა და ჰა­ი­ე­კის იდე­ე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა მგო­ნია მთავ­რო­ბის მი­ერ გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი ახა­ლი იდეა, რომ­ლის მი­ხედ­ვით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი­დან 2% (ეს დღეს, 2015 წლი­დან კი 5%) სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ მი­ი­მარ­თე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ფონ­დში, რო­მე­ლიც მას მო­ქა­ლა­ქის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით გა­ნა­თავ­სებს სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­საქ­ტი­ვებ­ში. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი მა­ხე, რო­მელ­საც ვე­რას­დროს და­ვაღ­წევთ თავს. რა არ მომ­წონს ამ იდე­ა­ში, მოკ­ლედ აქ ჩა­მოვ­თვლი:

1. მთავ­რო­ბა აპი­რებს პი­რი გა­ტე­ხოს და 20% გა­და­სა­ხა­დი და­ტო­ვოს – მარ­თა­ლია, 2% პირ­და­პირ არ შე­დის ბი­უ­ჯეტ­ში, მაგ­რამ არც პი­როვ­ნე­ბის და არც ბიზ­ნე­სის ჯი­ბე­ში არ მი­დის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის ეს 2%-ია­ნი შემ­ცი­რე­ბა და­ბეგ­რი­ლი პი­როვ­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მარ­თლაც არ მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ იგი დარ­ჩე­ბო­და ბიზ­ნესს, რა­თა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი­ყო და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბიც შე­ექ­მნა.

2. არას­წო­რია ის, თით­ქოს ამ რე­სურ­სის (სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­ნა­ტა­ნით მი­ღე­ბუ­ლი 2%) გა­მო­ყე­ნე­ბა უკე­თე­სად შე­იძ­ლე­ბა, თუ ამას სა­ხელ­მწი­ფო გა­ა­კონ­ტრო­ლებს. ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი და მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სწო­რედ ამას გვი­თი­თებს, რომ მა­თი ცოდ­ნის ხა­რის­ხის აღ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უამ­რავ შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ და გა­მო­იწ­ვი­ეს კი­დეც მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი. ჰა­ი­ე­კის და მი­სი მიმ­დევ­რე­ბის იდეა სწო­რედ ისაა, რომ მთავ­რო­ბას არა­სო­დეს აქვს ისე­თი ხა­რის­ხის ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ასე­თი სირ­თუ­ლის და­გეგ­მვის ამო­ცა­ნე­ბი დაძ­ლი­ოს და სწო­რი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს. ცხა­დია, რის­კი ამო­ცა­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა, ხო­ლო ამ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

3. ამ იდე­ის ერთ-ერ­თი სუს­ტი წერ­ტი­ლი მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კონ­ტროლ­შია. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ეს უნ­და გა­ა­კე­თოს ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კმა, რო­მე­ლიც, თუ ჰა­ი­ეკს და მის მიმ­დევ­რებს და­ვუ­ჯე­რებთ, თა­ვად წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ რისკს, რომ­ლის გა­მოც საკ­რე­დი­ტო რე­სურ­სე­ბი ძვირ­დე­ბა. სტივ ჰენ­კი და რო­ბერტ შუ­ლე­რი თა­ვი­ანთ წიგ­ნში აღ­ნიშ­ნა­ვენ: ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი გა­უმ­ჭვირ­ვა­ლე და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა. მის მი­ერ სა­ბან­კო რის­კე­ბის გა­დაზ­ღვე­ვა მხო­ლოდ რის­კე­ბის ზრდას იწ­ვევს და მის­მა მო­ნე­ტა­რულ­მა უდის­ციპ­ლი­ნო­ბამ, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე კარ­გი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მაც ჩა­აფ­ლა­ოს.

4. სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ად­გენს უნი­კა­ლურ შემ­თხვე­ვას, რო­მელ­შიც სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და კვა­ზი­ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი პრაგ­მა­ტულ ბა­ლან­სშია. ბო­ლო წლებ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფ­რო მე­ტის გა­კე­თე­ბა მო­ხერ­ხდა და შე­დე­გად, ამ პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უახ­ლო­ეს წლებ­ში შან­სი გვაქვს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფი­ნან­სუ­რი რის­კის ქვეყ­ნად ვიქ­ცეთ. ეს მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და არ მო­ვახ­დენთ მათ უსაზ­ღვრო აკუ­მუ­ლი­რე­ბას, რაც და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი­ვით ჰკი­დია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის თავ­ზე. ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის­თვის ალ­ბათ სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ცოდ­ნა, რომ იმის აზ­რით, ვინც ასე­თი მო­დე­ლი ყვე­ლა­ზე ად­რე ჩი­ლე­ში სცა­და – გა­მო­ჩე­ნი­ლი ეკო­ნო­მის­ტი და ჩი­ლე­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და­ნა­ზო­გებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­პენ­სიო სის­ტე­მის დან­გრე­ვის ინი­ცი­ა­ტო­რი ხო­სე პი­ნე­რა (რო­მელ­საც ავ­ტო­რე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით მე პი­რა­დად ვიც­ნობ) – სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი უფ­რო ჯან­სა­ღია, ვიდ­რე ჩი­ლე­სი.

5. და­ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას სწო­რედ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა და სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა სჭირ­დე­ბა – სწო­რედ ადა­მი­ა­ნე­ბის, და არა თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის, პი­რად ინი­ცი­ა­ტი­ვას და მო­ტი­ვა­ცი­ას შე­უძ­ლია წარ­მა­ტე­ბის მო­ტა­ნა.

ზუს­ტად ასეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­ლო­დე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან, ვი­საც ფრიდ­რიხ ჰა­ი­ე­კი წა­უ­კით­ხავს.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...