planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილმა პარასკევს თავის მეგობარ ქალზე იქორწინა. CNN – ის ინფორმაციით, მერი ჩეინმა და მისმა პარტნიორმა ჰიზერ პომ ურთიერთობა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში დააკანონეს, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება 2009 წლიდან ნებადართულია.გამოცემის ცნობით, დიკ ჩეინის ქალიშვილის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ჯერ კიდევ ჩეინის პირველი საარჩევნო კამპანიის დროს, 2000 წელს იყო ცნობილი. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს უჭერდა.„ახლა ჩვენ ლეგალურად ვიმყოფებით ქორწინებაში, ყოველ შემთხვევაში, ვაშინგტონის კანონების მიხედვით.“ – განაცხადა მერი ჩეინმა თავისი სოციალური ქსელის გვერდზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts