Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ესპანეთი 2:0 საფრანგეთი


Recommended Posts

გუ­შინ, დო­ნეც­კის დონ­ბას არე­ნა­ზე კი­დევ ერ­თხელ დამ­ტკიც­და, რომ ეს­პა­ნე­თი დღეს მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დია. ვი­სენ­ტე დელ ბოს­კეს გაწ­ვრთნილ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა უპ­რობ­ლე­მოდ და­ა­მარ­ცხეს ლო­რან ბლა­ნის საფ­რან­გე­თი, რო­მე­ლიც ევ­რო 2012-ის ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად ით­ვლე­ბო­და. ეს­პა­ნე­ლებ­მა ფრან­გებს პირ­ვე­ლად მო­უ­გეს დიდ სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნი­რებ­ზე.

საკ­მა­ოდ მო­საწ­ყენ შეხ­ვედ­რა­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­პის და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ­თა კარ­ნა­ხით წა­რი­მარ­თა, ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. გუნ­დის კა­პი­ტა­ნი და მე­კა­რე იკერ კა­სი­ლი­ა­სი ერ­თა­დერ­თხელ ჩა­ერ­თო თა­მაშ­ში – ფრანკ რი­ბე­რის მი­ერ სა­ჯა­რი­მო­ში ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი ჩაჭ­რა. ეს იყო და ეს – ბლა­ნის გუნდს დო­ნეც­კში და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია და ის მო­ლო­დი­ნიც, რომ ფრან­გე­ბი სა­მი ლე­გენ­და­რუ­ლი მო­თა­მა­შის იუ­ბი­ლეს სა­თა­ნა­დოდ აღ­ნიშ­ნავ­დნენ, არ გა­მარ­თლდა. გუ­შინ და­ბა­დე­ბის დღე იზე­ი­მეს ევ­რო­პის 1984 წლის ჩემ­პი­ონ­მა ალენ ჟი­რეს­მა და ევ­რო 2000-ის ტრი­უმ­ფა­ტო­რებ­მა ზი­ნე­დინ ზი­დან­მა და პატ­რიკ ვი­ე­ი­რამ.

ეს­პა­ნე­თის და საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბე­ბი ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბე­ბის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე მე­სა­მედ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს. უკ­ვე ხსე­ნე­ბულ ევ­რო 84-ზე, ფი­ნა­ლურ მატ­ჩში ტურ­ნი­რის მას­პინ­ძელ­მა ფრან­გებ­მა მი­შელ პლა­ტი­ნის და ბრუ­ნო ბე­ლი­ო­ნის გო­ლე­ბით 2:0 სძლი­ეს ეს­პა­ნე­ლებს და პირ­ვე­ლად მო­ი­გეს ან­რი დე­ლო­ნეს სა­ხე­ლო­ბის თა­სი, 2000 წელს კი ამ გუნ­დე­ბის გზე­ბი მე­ოთ­ხედ­ფი­ნალ­ში გა­და­იკ­ვე­თა. კვლავ ფრან­გებ­მა იმარ­ჯვეს – ზი­ნე­დინ ზი­და­ნის და იუ­რი ჟორ­კა­ე­ფის გო­ლებს ეს­პა­ნელ­თა­გან მხო­ლოდ გა­ის­კა მენ­დი­ე­ტამ უპა­სუ­ხა. სხვა­თა შო­რის, იმ დღეს საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი გუნ­დის ღირ­სე­ბას ნაკ­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მწვრთნე­ლი ლო­რან ბლა­ნიც იცავ­და.

დელ ბოს­კეს გუნ­დმა პირ­ვე­ლი გო­ლი მე-19 წუთ­ზე შე­აგ­დო: ან­დრეს ინი­ეს­ტამ და ხორ­დი ალა­ბამ მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან შე­უ­ტი­ეს მე­ტო­ქეს, თავ­დას­ხმა ბურ­თის სა­ჯა­რი­მო­ში ჩა­წო­დე­ბით გაგ­რძელ­და, თავ­დამ­სხმელ­თა და­სახ­მა­რებ­ლად შე­ტე­ვა­ში ჩარ­თულ­მა ხა­ბი ალონ­სომ კი ბრწყინ­ვა­ლედ ისარ­გებ­ლა მცვე­ლე­ბის უყუ­რად­ღე­ბო­ბით და თა­ვუ­რი დარ­ტყმით და­ლაშ­ქრა უგო ლო­რი­სის კა­რი. გუ­შინ მად­რი­დის რე­ა­ლის ნა­ხე­ვარ­მცველ­მა სა­ი­უ­ბი­ლეო, მე­ა­სე შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­ში. ამ შე­დე­გით მან კარ­ლეს პუ­ი­ოლს გა­ას­წრო და ახ­ლა მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა. მხო­ლოდ იკერ კა­სი­ლი­ასს (135 მატ­ჩი), ან­დო­ნი სუ­ბი­სა­რე­ტას (126), ხა­ვის (113) და რა­ულს ჩა­მორ­ჩე­ბა (102).

მე­ო­რე გო­ლიც მან­ვე მი­ით­ვა­ლა: მსა­ჯის მი­ერ და­მა­ტე­ბულ პირ­ველ წუთ­ზე ან­ტუ­ან რე­ვე­ი­ლემ სა­ჯა­რი­მო­ში წა­აქ­ცია ბარ­სე­ლო­ნას შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარ­მცვე­ლი პედ­რო როდ­რი­გე­სი და იტა­ლი­ელ­მა არ­ბიტ­რმა ნი­კო­ლა რი­ცო­ლიმ სა­მარ­თლი­ა­ნად და­ნიშ­ნა პე­ნალ­ტი. ხა­ბი ალონ­სომ სა­ჯა­რი­მო დარ­ტყმა ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რუ­ლა – 2:0. ეს მი­სი მეთ­ხუთ­მე­ტე გო­ლია ნაკ­რებ­ში, დუბ­ლი კი მე­სა­მედ შე­ას­რუ­ლა: 2008 წელს და­ნი­ას, ერ­თი წლის შემ­დეგ კი არ­გენ­ტი­ნას გა­უ­ტა­ნა ორ-ორი გო­ლი. ორი­ვე თა­მა­ში ამ­ხა­ნა­გუ­რი იყო.

27 ივ­ნისს ეს­პა­ნე­თი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ ითა­მა­შებს ევ­რო­ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს. დელ ბოს­კეს გუნ­დის მე­ტო­ქე ჩე­ხე­თის მძლე­ვე­ლი პორ­ტუ­გა­ლია იქ­ნე­ბა. მსოფ­ლი­ოს უძ­ვირ­ფა­სე­სი ფეხ­ბურ­თე­ლი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ თა­ნაკ­ლუ­ბე­ლე­ბის იკერ კა­სი­ლი­ა­სის, სერ­ხიო რა­მო­სის, ალ­ვა­რო არ­ბე­ლო­ას, ხა­ბი ალონ­სოს და სხვა­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­ვა დო­ნეც­კის შახ­ტა­რის სა­ში­ნაო სარ­ბი­ელ­ზე.

* * *

23 ივ­ნი­სი, 2012. ევ­რო 2012 –1/4 ფი­ნა­ლი. დო­ნეც­კი, დონ­ბას არე­ნა, 47000

ეს­პა­ნე­თი 2:0 შვე­ი­ცა­რია

გო­ლე­ბი: 1:0 ხ.ალონ­სო (19), 2:0 ხ.ალონ­სო (90, პენ)

ეს­პა­ნე­თი: ი.კა­სი­ლი­ა­სი (კაპ), ხ.ალა­ბა, ს.რა­მო­სი, ხ.პი­კე, ა.არ­ბე­ლოა, ა.ინი­ეს­ტა (ს.კა­სორ­ლა 84), დ.სილ­ვა (პ.როდ­რი­გე­სი 65), ხ.ალონ­სო, ს.ბუს­კეტ­სი, ხა­ვი, ს.ფაბ­რე­გა­სი (ფ.ტო­რე­სი 67)

მწვრთნე­ლი: ვი­სენ­ტე დელ ბოს­კე

საფ­რან­გე­თი: უ.ლო­რი­სი (კაპ), ა.რე­ვე­ი­ლე, ა.რა­მი, ლ.კო­ში­ელ­ნი, ი.მ’ვი­ლა (ო.ჟი­რუ 79), გ.კლი­ში, ი.კა­ბა­იე, ფ.რი­ბე­რი, ფ.მა­ლუ­და (ს.ნას­რი 65), მ.დე­ბუ­ში (ჟ,მე­ნე­ზი 64), კ.ბენ­ზე­მა

მწვრთნე­ლი: ლო­რან ბლა­ნი

გაფ­რთხი­ლე­ბა: ს.რა­მო­სი, ი.კა­ბა­იე, ჟ.მე­ნე­ზი

მსა­ჯე­ბი: ნ.რი­ცო­ლი (იტა­ლია); რ.ფა­ვე­რა­ნი (იტა­ლია), ა.სტე­ფა­ნი (იტა­ლია)

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...