planetanews Posted June 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2012 „წელში გამოყვანილი ქართველი“ მეზობელი რაიონიდან დამპატიჟებელი რომ მოვიდა ბიძაშვილის ქორწილში გელიანო, გული გადაუქანდა ვალიდოლი აპკურეს, გაწიეთ იქეთ ვალმა და დოლმა მომითავა ხელიო(დამკვრელი კაცი იყო). რას იზამდა ბიძაშვილის ლხინის გაზიარება საკუთარი ჭირის მიმატების ფასად მაინც მოუწია, ნათხოვარი კოსტუმით და მაკასინებით რაიონის ცენტრში „გაზიკი“-ს კუზაოს შეახტა, მოიქორწილა და ვალების გასტუმრების გრაფიკიც დაბრუნებულმა ლამფის შუქზე შეიმუშავა. ეს ძველი დრო იყო ტანჯული 90-იანები. მერე ლუკმა პურის საშოვნელად რუსეთს მიაშურა. ამ ლუკმა პურის გამზიარებელი სამშობლოში ბევრი აღმოჩნდა მტერ-მოყვარე გასასტუმრებელი იყო სხვანაირი „სული“-ს ადამიანები ცალკე სარჩენნი შეიქმნენ. წესი იყო ელემენტარული, პრეტენზიას ხომ არ გამოთქვამდი, გამოთქვამდი და შენი აჯობებდა. შემდეგ გაუმართლა და რუსეთიდან უფასოდ გამოამგზავრეს, ოღონდ მცირე დისკომფორტით პანჩურისრტყმევით და სატვირთო თვითმფრინავით. ტრაპიდან ჩამოსულმა მიწას აკოცა. სანამ თავის რაიონამდე ჩავიდოდა ბევრი რამ უცხოდ ეჩვენა „რეიბანებიან“ „კალაშნიკოვიანი“ ხალხი გამქრალიყო გზაში არც არავინ „უფშტვენდა“ ჯოხის ქნევით, სახლში ჩასულს ჭიშკრის იქედან არავის დაუძახია ჩვენი „დოლია“ მოგვეციო, სამოთხეში ეგონა თავი. ცხოვრებით ტკბობისა და ტყუილა ყოფნის პერიოდი გაეჭიმა. ქართველების ამბავი ცნობილია, უთავბოლო ქეიფს და დროს ტარებას რესურსი სჭირდება, სტომაქმა გადიდება დაიწყო-ლარში გადახურდავებულმა სიმწარით ნაშოვნმა რუბლებმა დათხელება. გართულდა საქმე ამ სამოთხეს ერთი რამ დააკლდა არავინ გამოჩნდა ისეთი ქეიფში და დროს ტარებაში ფულს რომ გადაუხდიდა. ადგა და ულიცენზიოდ „მალიარობა“ -ს მიჰყო ხელი. ეს საქმიანობა ღვთის მადლით და მთავრობის ნებით ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ისჯება თვალში თუ არ ჩაუვარდი ვისმეს. ჩვენთან ასეა-თვალი დაუდგეს ევროპას! ხოდა მალე მერსედესიც იყიდა და მამაპაპისეული სახლის გვერდით მეორე სახლის მშენებლობაც დაიწყო. ალაგ-ალაგ ძველ ამბებსაც იხსენებდა საბჭოურ ნოსტალგიასაც ვერ სცდებოდა ხშირ შემთხვევაში. აკი უკვე ვთქვით თავისი შრომით, თანაც კანონის გვერდის ავლით უწევდა სარჩოს შოვნა და ეს თავისთავად იოლი არ იყო. მასაც პრეტენზიები გაუჩნდა პრეტენზიები მაშინ ამართელბს მნიშვნელობას, როცა მათი გამოხატვაა შესაძლებელი, თორე იმათ წინაშე პრეტენზია რომ გამოგეხატა მათი სულის ჭირიმე, და „ობშიაკის“ შევსებაში არ მიგეღო მონაწილეობა, „მტრისას და ავისას“ დღე დაგადგებოდა, ხოდა პრეტენზიებით და ალბათ სხვა კიდევ რამოდენიმე მიზეზით „რაღაცის“ დაწყებაში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისს უნდა სწვეოდა ალბათ ნოსტალგიამ მაინც თავისი გააკეთა და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა მომხიბვლელად ეჩვენა თან იდეის ავტორის სჯეროდა, რომელიც ერთ დროს მისი წიაღიდან იყო გამოსული და „კაი ცხოვრებას“ უკეთეს მომავალში ჰპირდებოდა, თუმცა იყო ერთი გარემოება რაც აფერხებდა და ვერ გადაეწყვიტა წასულიყო თუ არა. შიში რა მოსატანია, მიზეზი ის იყო, რომ გერმანიაში იმ ავბედით დროს სასწავლებლად წასული და მერე დაფუძნებული შვილი ქორწილში ეპატიჟებოდა. ორი კურდღლის მადევარმა გერმანიის მონახულებაც მოახერხა შვილისთვის გაბედნიერების მილოცვაც და გასაბედნიერებლად რამოდენიმე დღეში თუმცა დაგვიანებით მაგრამ მაინც შეუერთდა მავანის თქმით მრავალათასიან ხოლო სხვა მონაცემებით და ღვთის ნებით არც თუ ისე ხალხმრავალ აქციას. კურდღელიც არის და კურდღელიც , ამ მეორეს რუდუნებით და იმედით დღემდე ზრდის . ალბათ ისეთი ოცნებებიც არსებობენ რომლის თავში გავლება აზრადაც არ მოგივა ადამიანს მაგრამ უცებ აგიხდება ხოლმე ვიცნობ და ამიტო თავს დავდებ გერმანიაზე ოცნებაში არასოდეს წამისწრია ჩვენი „რევოლუციონერი“. მეზობელი რაიონის საზღვრის გადაკვეთა რომ უჭირდა, უპრობლემოდ ევროპის საზღვარს კვეთს, საჩუქრად ძვირფასეულობის გარდა ქართული ოცნების მაისურიც მიაქვს, რუსეთიდან პანჩურისრტყმევით გამოგდებულებს საბჭოური ნოსტალგიები ეძალებათ და ხელისუფლების შეცვლის და უცნაურ ენაზე მოლაპარაკე მესიის იმედით მიტინგებს უერთდებიან, საუბრობენ იმაზე რაც უნდათ, აკეთებენ იმას რაცა სურთ და დღენიადაგ გაიძახიან დემოკრატია არაა ამ ქვეყანაში ქართველობას გვართმევენ ხალხნოოო…. ისე სხვა თუ გვარჩენს, ხელის განძრევა და შრომა თუ არ დაგვჭირდება, სმა ჭამა დიდად შესარგი ქართველებს არ გვეშლება და მხართეძოზე წამოწოლილებს წარსული ამბების გახსენებაც კარგად გამოგვდის ამისთვის კი „ტვშოპჯისი“ არ იყოს მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: აქციაზე მისვლა…-ღირს როგორ არასაამურია ცხოვრება! View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts