planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 ##image#9589#1#პოლიციის რეიდმა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა – ამ სათაურით სააგენტო Reuters – ი კომპანია “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებს.სააგენტო წერს, რომ საქართველოს პოლიციამ ხუთშაბათს დააყადაღა თანამგზავრული ანტენები იმ ეჭვის საფუძველზე, რომ კომპანია ანტენებს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვებისათვის არიგებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ფაქტმა საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობა გაამწვავა.Reuters – ი წერს, რომ ამომრჩევლებისთვის საჩუქრის გაკეთება შეიძლება ისე იყოს აღქმული, როგორც კანონის დარღვევა, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის კონკურენტია.სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა კონკურირება გადაწყვიტა ლიდერთან, რომელიც თანამდებობაზე 2003 წელს „ვარდების“ უსისხლო რევოლუციითა და ედუარდ შევარდნაძის დამხობით მოვიდა და რომელიც დასავლეთის რჩეული გახდა.„სააკაშვილი მას გმობს, როგორც კრემლის მარიონეტს, რადგან მან თავისი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, თუმცა მაგნატმა ამას რუსეთში თავისი ქონების გაყიდვის დაპირებით უპასუხა.“ – წერს სააგენტო.Reuters – ი აღნიშნავს, რომ სტაბილურობა რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისთვის, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია ბუნებრივი აირისთვის, რომელიც კასპიის ზღვიდან მიდის ევროპისაკენ და შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომომარაგებაზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts