Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სოციალურ მუშაკთა ფორუმი გაიმართა


Recommended Posts

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სოციალურ მუშაკთა ფორუმი გაიმართა     სოციალური მუშაობის სფეროს განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფორუმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პრობაციის ეროვნული სააგენტოც იყო წარმოდგენილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკადემიური ხარისხის მქონე სოციალური მუშაკების კვალიფიკაცია მნიშვნელოვანი რესურსია, როგორც მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის განვითარებისთვის, ისე კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციისა და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის.

თბილისის პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკის – ნიკოლოზ ხარებავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პრობაციის სისტემაში 11 სოციალური მუშაკი, დასაქმებული, რომლებიც ორიენტირებულნი არიან არასრულწლოვანი პრობაციონერებისა და განრიდებულების ანტისოციალური ქცევის პრევენციაზე. სოცმუშაკები ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ რისკებისა და საჭიროებების შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიას.

ფორუმზე წარმოდგენილ დამსაქმებელ ორგანიზაციებს საინფორმაციო სტენდები ჰქონდათ მოწყობილი.  სტუდენტები და დამწყები სოციალური მუშაკები, პრობაციის ეროვნულ სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკისა და მეთოდოლოგიის ამსახველ ბუკლეტებს გაეცნენ.

ღონისძიება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელობის უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...