Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე ლიფტი აღარ დამონტაჟდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/Bagratis-tadzari-300x219.jpegბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე ლიფტი აღარ დამონტაჟდება, ძეგლის მეორე სართულზე კი შუშის იატაკის გამოყენება აღარ მოხდება.

ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“22 ივნისს, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ტაძრის დასავლეთ მკლავის პროექტის ავტორი, არქიტექტორი ბატონი ანდრეა ბრუნო. ის გაგებით შეხვდა ეკლესიის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში შუშის ნაცვლად ისეთი მასალის გამოყენებას, რომელიც არ დაარღვევს ეკლესიის ინტერიერს, მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება ქვის ფაქტურასთან და შესაძლებლობისამებრ დაუმახინჯებლად აღადგენს ტაძრის შიდა სივრცეს. ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ აღარ იქნება საუბარი ლიფტის დამონტაჟებაზე და არც შუშის გამოყენებაზე მეორე სართულის იატაკზე. ბატონმა ბრუნომ რამდენიმე დღეში უნდა წარმოადგინოს პროექტის ახალი ვარიანტი აღნიშნულის გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესლმა და უნეტარესმა ილია მეორემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მიიღო. “მისმა უწმიდესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო არის ინიციატორი და მხარს უჭერს ბაგრატის ტაძრის აღდგენას, ოღონდ იმ სახით, რომელიც მას ძველ იერს მაქსიმალურად დაუახლოვებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...