Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საპატრიარქო: კონფერენციას “ღმერთის სიტყვა – სულიწმინდა – განკურნება” სექტანტები აწყობენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/sapatriarqo_542171864_705996302-300x250.jpgსაპატრიარქო 23-24 ივნისს, სასტუმრო “ამბასადორში” დაგეგმილ კონფერენციასთან “ღმერთის სიტყვა – სულიწმინდა – განკურნება” კავშირს უარყოფს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მის უკან კონკრეტული სექტა დგას.

ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

“უკანასკნელ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება ანონიმური მოსაწვევები კონფერენციაზე “ღმერთის სიტყვა _ სულიწმინდა _ განკურნება!”, რომელიც სასტუმრო “ამბასადორში” 23-24 ივნისს ტარდება. მოსაწვევში არ არის მითითებული, თუ რომელი კონფესია აწყობს ამ შეკრებას. საპატრიარქოს პრესცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ მოსაწვევს ავრცელებს ე.წ. “ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა” სექტა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, თბილისის ქუჩებში ასევე ვრცელდება პლაკატები, რომლის თანახმადაც, 23 ივნისს, მაჩაბლის ქუჩაზე “მაჰარიშის ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრი” და “დევიდ ლინჩის საქველმოქმედო ფონდი” აწყობენ ღია კარის დღეს.

“აღნიშნული ცენტრი და ფონდი წარმოადგენს ერთ-ერთ ტოტალიტარულ სექტას. ქუჩაში მოწოდებული ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე რომელიმე სექტა დგას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...