planetanews Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/222-300x199.jpg“პე-ეს-პეს”, “ავერსისს” და “ჯი-პი-სის” ხელმძღვანელები “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ ჩატარებულ კვლევას საქართველოს ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით არაობიექტურს და არასწორს უწოდებენ.ამის შესახებკომპანიების ხელმძღვანელებმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.კომპანიების ხელმძღვანელები უარყოფენ კვლევაში წარმოდგენილ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ კომპანიებს მომწოდებლებთან ექსკლუზიური უფლებები აქვთ. ასევე ისინი არასწორს უწოდებენ კვლევის ავტორების განცხადებას, რომ “ავერსის” , “ჯი-პი-სის” და “პე-ეს-პეს” დამფუძნებლების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. მათი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს რამდენიმე წუთში შეუძლია.როგორც ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღავნელები აცხადებენ, მათ კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაციის შედეგად მორალური ზიანი მიადგათ და უახლოეს დღეებში ისინი კვლევის ავტორებთან შეხვედრას აპირებენ და დაუსაბუთებელ ციფრებზე განმარტებების მოსმენას მოითხოვენ.ამასთან, სამივე კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად არ მიუმართავს.შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კვლევის შედეგები მიმდინარე წლის 22 ივნისს გამოაქვეყნა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts