lasha_alo Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 ,,ლეიბორისტული პარტია“ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების შედეგებზე ,,შრომის“ პარტიის ლიდერი მთელ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ,,გამოსავალი არის ის, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ. თუ ბოიკოტს არ გამოვაცხადებთ, ივანიშვილი და მისი პარტია, არჩევნების მეორე დღეს, როდესაც მოგვადგებიან და გვეტყვიან, გამოდით მიტინგზეო, თქვენი გაზეთის საშუალებით ვპირდები, რომ კიბიდან დავაგორებ...დღევანდელ პოლიტიკურ პროცესს ქვია უმაღლესი მმართველი ელიტის თავგანწირული მცდელობა გადაირჩინოს საკუთარი ქონება, ძალაუფლება და სტატუსი რამენაირი ფორმით_ ეს იქნება ხელისუფლების ჩანაცვლება, თუ მმართველი სეგმენტის რამდენიმე ნაწილად დაყოფა_ ,,ქართულ ოცნებად“, ,,ნაციონალურ მოძრაობად“ და კიდევ სხვა სეგმენტებად. სააკაშვილისთვის მთავარია, ხელისუფლებაში არ მოვიდეს ხალხის ძალა და არ შეიზღუდოს მათი პოლიტიკური, თუ ფინანსური ინტერესები. ასეთივე პროცესი იყო ,,მოქალაქეთა კავშირის“ დაშლისა და ,,ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდში. ,,მოქალაქეთა კავშირი“ ვითომ დაიშალა , არადა, სინამდვილეში, სააკაშვილმა, ბურჯანაძემ და ჟვანიამ დაირქვეს სხვა სახელები. ახლაც იგივე პროცესია_ქვიშის საათს გადმოაბრუნებ და ისევ უკან ჩამოვა. სხვა არანაირი ახალი ძალა არ ემატება“. ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილი და ალასანია ამერიკის კადრებია ,,მაგრამ უჭერენ მხარს არა როგორც ხელისუფალს, არამედ როგორც ოპოზიციას. მათ უნდათ, რომ ხელისუფლებაც იყოს პროამერიკული და ოპოზიციაც, რომ ვინმე არ გაეპაროთ. მათ სურთ გალავნად შემოარტყან სააკაშვილის რეჟიმს. პარლამენტში ალასანია და სააკაშვილის პარტია რომ ერთად იქნებიან, ეს ხომ ფაქტია. მათ ვერ დავაცილებთ, ისევე როგორც ,,რესპუბლიკელებს“. ნათელაშვილი თვლის, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ,,ბოიკოტი რომ გამოცხადდება, არჩევნები ჩაიშლება, ხელისუფლებაც დაზარალდება და იძულებული გახდება, საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს“. "რეზონანსი"№166(7098) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 როგორც ყოველთვის, ეს მათი პირველი მოწოდება ხომ არ არის,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 ვპირდები, რომ კიბიდან დავაგორებშალვა ჩვეულ ფორმაშია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 (edited) თუ ბოიკოტს არ გამოვაცხადებთ, ივანიშვილი და მისი პარტია, არჩევნების მეორე დღეს, როდესაც მოგვადგებიან და გვეტყვიან, გამოდით მიტინგზეო, თქვენი გაზეთის საშუალებით ვპირდები, რომ კიბიდან დავაგორებ...ამას კი მართალს ამბობს. თუ მიიღებენ მონაწილეობას, და მერე ჩემთან მოვა ვინმე და მეტყვის, წამო გაყალბება გავაპროტესტოთი, ალბათ მეც კიბიდან დავაგორებ Edited June 22, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2012 ,ბოიკოტი რომ გამოცხადდება, არჩევნები ჩაიშლება, დარჩება შალვა პარლამენტში დეპუტატად და ხელფასიც ექნება. ჩვენ რაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.