Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ქართული ოცნება” მაინა კიაის ანგარიშს ეხმაურება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x193111.jpg“ქართული ოცნება” მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის მიერ მომზადებული ანგარიშს ეხმაურება.

კოალიციის განცხადებით, მაინა კიაის მიერ გაერო-ში გამოქვეყნებული ანგარიშით, საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

“კიაის როლი მდგომარეობს ადამიანის ყველა უფლების – სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული – მხარდაჭერასა და დაცვაში. მან განაცხადა, რომ ყველა ეს უფლება საქართველოში დაცემის გზაზეა”, _ აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.

განცხადების თანახმად, ანგარიშში აღინიშნა საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური გარემო, ოპოზიციის წევრთათვის შექმნილი დაბრკოლებები, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის არარსებობა, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დაშინებისა და დათრგუნვის ფაქტების შთამბეჭდავი რაოდენობა და საფუძვლიანი ეჭვები; მიემართება თუ არა საქართველო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისაკენ.

“საქართველომ უნდა გამოხატოს მზაობა, განვითარდეს “ვარდების რევოლუციის” სულისკვეთებით გამსჭვალული დემოკრატიის ხედვის მიხედვით. სამწუხაროდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თვითნებური მმართველობის პირობებში “ვარდი დაჭკნა” და საქართველო, ნორჩი დემოკრატიული ქვეყნის ნაცვლად, ავტორიტარულ სახელმწიფოდ იქცა”, _ აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიის მისია საქართველოში ვიზიტით 2012 წლის 6-13 თებერვალს იმყოფებოდა.

ანგარიშის თარგმანს “ქართული ოცნება” ავრცელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში განხორციელდა რეფორმები. თუმცა, როგორც სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, ეს გაუმჯობესება არ უნდა მივიღოთ, როგორც მომხდარი ფაქტი.

“ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრთა წინააღმდეგ მიმართულმა შიშისა და დათრგუნვის ატმოსფერომ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფოს განვითარება. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში მეტი ძალისხმევაა საჭირო მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების უზრუნველსაყოფად”, _ აღნიშნულია მაინა კიაის მიერ მომზადებული ანგარიშში.

მშვიდობიანი გაერთიანების უფლებასთან დაკავშირებით სპეციალური მომხსენებელი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, გაიზარდოს ძალისხმევა საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, ოპოზიციური პარტიების ჩათვლით, სახელმწიფო რესურსების უტყუარი, მიუკერძოებელი და შესაბამისი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

“სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვარის გავლებას, რათა შეიქმნას თანასწორი გარემო”, _ აღნიშნულია ანგარიშის რეკომენდაციის ნაწილში.

გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალურმა მომხსენებელმა დაადგინა 2 პრობლემატური სფერო: არათანაბარი პოლიტიკური გარემო და პროფესიული კავშირებისა და მათი წევრების წინაშე შექმნილი არაკანონიერი დაბრკოლებები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ვიზიტის დროს სპეციალურ მომხსენებელს ეუწყა, რომ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების უმეტესობა მოტივირებული იყო ბიძინა ივანიშვილისათვის, ყველაზე შეძლებული ადამიანისათვის საქართველოში, გაერთიანებების დაფინანსების და, პოლიტიკური პარტიის ასევე, სხვა რაიმე გზით სახელმწიფო საქმეთა წარმართვის საშუალების აღკვეთით. ეს კი იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ უკანასკნელი ცვლილებები მოტივირებული იყო კონკრეტული პიროვნების კონტროლის სურვილით და არა ობიექტური და რეალისტური მიზნებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზღვარი მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილია.

“გარდა ამისა, მიღებულია განცხადებების დიდი რაოდენობა ოპოზიციის წევრებად ან მხარდამჭერებად მიჩნეულ პირთა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეთა დაშინებისა და დათრგუნვის, ასევე უკანონო მეთვალყურეობის, ფაქტების შესახებ”, _ აღნიშნულია ანგარიშში.

სპეციალური მომხსენებელი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეზღუდვა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჭეშმარიტად თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების პრინციპს და რომ საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის ქმედებების გამიჯვნის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იქნას თანასწორი გარემო.

სპეციალური მომხსენებელი გამოთქვამს შეშფოთებას კონტროლის პალატის მეშვეობით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის პოლიტიკური მიზეზებით მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ.

სპეციალური მომხსენებელი გამოთქვამს შეშფოთებას ასევე საქართველოში პოლიტიკური პარტიებისათვის თანასწორი მოქმედებისათვის ხელისშემწყობი გარემოს ნაკლებობის გამო.

სპეციალური მომხსენებელის შეშფოთების საგანს წარმოადგენს ისიც, რომ ზემოხსენებული პრობლემები აძლიერებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და პროფესიული კავშირებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრთა დაშინებისა და დათრგუნვის ატმოსფეროს.

“უფრო მეტიც, ერთი კონკრეტული პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის, საქმიანობისა და მოქმედების კონტროლისათვის სპეციფიურად შექმნილმა კანონმდებლობამ შედეგად მოიტანა გაურკვევლობის დამძიმებული ატმოსფერო, რასაც არავითარი გამართლება არ მოეძებნება საქართველოს მოქალაქეთა თვალში”, _ აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიში გაერო-ში დღეს განიხილება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...