planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/alasania51-300x199.jpgკოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, კოალიციის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რიგი საკანონმდებლო პაკეტები პარლამენტში შევა, რათა ვეტერანების უფლებები და სოციალური ყოფა მეტად დაცული იყოს.ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ვეტერანებთან შეხვედრისას განაცხადა, მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტები, რომელიც ამ ჯგუფის ინტერესებს დაიცავენ.„ვეტერანების სოციალური კეთილდღეობა არ იქნება ფიქტიური ჩანაწერი სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს იქნება ის ვალდებულება, რომლესაც თითოეული თქვენთაგანის წინაშე „ქართული ოცნება“ და ქართული სახელმწიფო იტვირთებს და შეასრულებს. პირველ რიგში, ადამიანს ჭირდება იცოდეს, რომ მისი ოჯახი იქნება გარანტირებული, თუკი ის ვერ დაბრუნდა საბძოლო დავალებიდან, მის შვილს ექნება გარანტირებული განათლება, სწორედ ამ სოციალურ პაკეტს ამუშავეს დღეს, ქართული ოცნება და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა მარჩენაკლდაკარგულის შვილი, იქნება უზრუნველყოფილი განათლების კუთხით, ყველა ომში დაღუპული,მარჩენალდაკარგული ოჯახის ჯანმრთელობით უზრუნველყოფას სახელმწიფო აიღებს თავის თავზე. ეს არის ის პაკეტი,რომელიც არჩევნების შემდეგ შეტანილი იქნება პარლამენტში და რომლის საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადებულია.მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავამთლიანოთ,ის დაჩეხილი სხეული და სული,რომელიც 90–იანი წლების დასაწყისში იმ უბედურებით დატრიალდა,რასაც სამოქალაქო ომი ერქვა. აქვე, არ შემიძლია,არ შევეხო იმას,თუ რამ განაპირონა სამოქალაქო ომი ქვეყანაში.“–განაცხადა ირაკლი ალასანიამ.ალასანიამ მეომრებს და ვეტერანებს სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ ვისაც ომის ქარცეცხლი აქვთ გამოვლილი, ომის ნახვა ხელმეორედ არ სრურთ.„მე ვარ ორგანიზატორი და ხელშემწყობი იმ შეხვედრების რომლებიც მოეწყო აფხაზურ და ქართველ ომის ვეტერანეს შორის და მე ვიცი შთაბეჭდილებები რომლითაც ბრუნდებოდნენ თქვენი თანამეგობრები და თანამოძმეები ამ შეხვედრებიდან. არცერთ მეომარს ვისაც ნანახი აქვს ომის უბედურება არ უნდა იგივე გადაატყდეს თავს თავის შვილებს. ამიტომ ყველაზე უფრო დიდ და მართლაც რეალურ რესურს მე ვხედავ იმაში, რომ ქართველი, აფხაზი და ოსი მეომრები ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს .ხიდად ვაქციოთ,სწორედ საზოგადოების ეს ნაწილი , ამ დიდი შერიგების , რომელსაც აუცილებლად,ბუნებრივია,მოჰყვება საქართველოს გამთლიანება.–განაცხადა ალასანიამ.მისივე თქმით, ქართულ–ოსური, ქართულ– ადხაზური მეგობრობის აღდგენის საქმე აუცილებლად ვეტერანების მონაწილეობით შესრულდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts