Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პროკურატურა სასამართლოს გლობალTV–ს დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების თხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/20120123051740prokuratura-300x224.jpgპროკურატურა სასამართლოს გლობალTV–ს დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების თხოვს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“2012 წლის 20 ივნისს კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით).

„გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგისადმი” საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა.

საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე  სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შპს „გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგის” მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ.

აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.”–ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...