planetanews Posted June 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 ალბათ თქვენთვის ცნობილია,რომ დღეს,ოზურგეთში,კოალიცია “ქართული ოცნების” აქცია გაიმართა. ცნობილია,რომ გურია,სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებით ოპოზიციურად არის განწყობილი.აქცია 19:00 საათზე დაიწყო,ბევრისათვის მოულოდნელად,უამრავმა გურულმა მოიყარა თავი.თავდაპირველად აქციაზე სიტყვით თავად ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა. თვალში მომხვდა ის ფაქტი,რომ მას არ ქონდა დაწერილი ტექსტი,როგორც ეს პოლიტიკოსებს,სიტყვით გამოსვლისას ჩვევიათ ხოლმე,არ ვიცი ივანიშვილს ლაპარაკი დაზეპირებული ქონდა თუ პირდაპირ იქ ნაფიქრალს გადმოსცემდა,მაგრამ ფაქტია,რომ რაც თქვა,კარგად თქვა. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა,რომ ჩემი უსაყვარლესი მწერლის,ნოდარ დუმბაძის შვილი “ქართული ოცნების” აქციაზე გამოვიდა სიტყვით , რითაც დაგვანახა,რომ ქართველი ხალხის ბრძოლაში , რიგით ჯარისკაცად დგას. მე ძალიან დიდხანს მოვდიოდი თქვენთან იმ ვალის დასაბრუნებად, რომელზეც მამამ გვითხრა – თქვენ ყველა ადამიანის წინაშე ვალი გაქვთ, ვინც კი ერთი ლუკმა გამინაწილაო. მე ეს შანსი ბიძინა ივანიშვილმა მომცა და ამიტომ მოვედი თქვენთან”, ხელისუფლების კონტროლირებად სააგენტოებს თუ დავუჯერებთ,დღეს აქციაზე 2 000 კაცი იმყოფებოდა http://newstime.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif http://newstime.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ეს რა თქმა უნდა სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს,თვალის ერთი შევლებითაც კი კარგად ჩანს,რომ როგორც მინიმუმ , 5ჯერ მეტი ადამიანი გამოვიდა დღეს “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად.თუ მხოლოდ თვალის ერთ შევლებას არ დავჯერდებით და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით გამოთვლილ IPN-ს შედეგს დავუჯერებთ,აქციაზე 19:00 საათზე,30 000-32 000 ადამიანი მიყოფებოდა.ადამიანების ამხელა რაოდენობა,პირადად მე არ მახსოვს,რომ გურიაში გამოსულიყო აქციაზე,თან,თუ გავითვალისწინებთ , რომ პატრულმა გზაში რამდენიმე კოლონა შეაყოვნა,”ქართული ოცნების” 5 მხარდამჭერიც დაიჭირა და მოკლედ რომ ვთქვათ,ხელოვნური ბარიერები შექმნა, დღევანდელი აქციით ივანიშვილი და ჩვენც , მისი მომხრეები,ძალიან კმაყოფილები ვართ.ალბათ ,ბევრს გსმენიათ ან გითქვამთ კიდეც,”მე თუ არ წავალ აქციაზე,არაუშავს,1 კაცი არაფერს წყვეტს,” იგივე ფრაზა მსმენია არჩევნებთან მიმართებაშიც. ივანიშვილმა დღეს მსგავსი ფრაზის პატრონებსაც უპასუხა და თქვა,რომ ”ყველას უნდა ესმოდეს, რომ თვითონ არის მთავარი” , ამ ბრძოლაში 1 ადამიანიც კი მნიშვნელოვანია.http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/%E1%83%91%E1%83%91%E1%83%91%E1%83%91%E1%83%91.jpgძალიან გამახარა იმ ფაქტმაც,რომ ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა,სააკაშვილისგან განსხვავებით ბელადომანია რომ არ სჭირს. სამწუხაროდ,ხალხმა დღესაც დაიწყო ივანიშვილის სახელის სკანდირება,მაგრამ ივანიშვილმა ყოველ ასეთ წამოწყებას სხვა სიტყვები შეაგება – “საქართველოს გაუმარჯოს!”ივანიშვილმა დღესვე გურიას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა : ჩოხატაურში თემურ ჭკუასელი,ლანჩხუთში : თემურ ჩხაიძე , ხოლო ოზურგეთში ოზურგეთში ზვიად კვაჭანტირაძე ეცდება “ქართული ოცნების” გამარჯვებას არჩევნებში.მინდა გამოვეხმაურო ერთ ფაქტსაც.ბევრი აკრიტიკებს იმას,რომ აქციების ბოლოს ბერა მღერის შეკრებილი ხალხისთვის.არადა,ძალიან ბევრისგან მსმენია,რომ ძალიან მოსწონთ ბერა,როგორც მომღერალი და სიამოვნებთ ხოლმე მისი მოსმენა,ვერ ვხვდები რატომ უნდა აღიზიანებდეს ადამიანს ფაქტი,რომ მომღერალი გამოდის მშვიდობიანი,ლაღი აქციის ბოლოს და მღერის. ნუ კაცია და გუნება http://newstime.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif და ბოლოს…“ბ.ბ-მ” დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა – “შემოდგომამდე მთელ საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთ.. გამარჯვებისთვის მოემზადეთ!” შემდეგი აქცია 1 ივლისს,მცხეთა-მთიანეთში გაიმართება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts