planetanews Posted June 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2012 როგორც იცით, კონტროლის პალატამ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 150 მლნ ლარამდე დაააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს ჯარიმა მეორე დღესვე დააკანონა. თუმცა უზენაესი სასამართლო თითქოს ერთგვარ პოლიტიკური ვაჭრობის ეპიცენტრად იქცა, რადგან მათ საქალაქო სასამართლოს განაჩენი არ გაიზიარეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ხოლმე და ივანიშვილის ჯარიმის თანხა გაუნახევრეს. საერთო ჯამში დაახლოებით 74 მლნ ლარი დაადგინეს.ბიძინა ივანიშვილმა შემცირებული ჯარიმის გადახდაზეც უარი განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ადვოკატის საშუალებით გაახმოვანა.ჯარიმის გადაუხდელობის შესახებ მსჯელობა წინა პოსტში მქონდა, იქ დაწვრილებით მქონდა დასაბუთებული თუ რატომ განაცხადა კოალიციის ლიდერმა თანხის გადახდაზე უარი.სწორედ დღეს , 18:00 საათზე იწურებოდა ვადა,რომელიც ივანიშვილს,ჯარიმის გადასახდელად მოგელაძის უწყებამ დაუწესა.ახლა განვიხილოთ შესაძლო მოვლენები, რაც ხვალიდან შეიძლება განვითარდეს კოალიცია ქართული ოცნების გარშემო.1) სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თუ ბიძინა ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, მის წინააღმდეგ აუცილებლად განხორციელდება გარკვეული სადამსჯელო ზომები.უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ქართუ ჯგუფის კუთვნილ კომპანიებზე ზეწოლა, შესაძლოა ეს იყოს დაყადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ქართუ ჯგუფი იურიდიულად არ წარმოადგენს კოალიციის ლიდერის საკუთრებას, შესაძლოა მისი დაყადაღება მაინც დაიწყონ.2) დაყადაღების ფაქტების მაქსიმალურად ვრცლად გააშუქებენ სამთავრობო მაუწყებლებით. ეს იქნება გაფრთხილების სიგნალი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებისთვის, ასევე სხვა ბიზნესმენებისთვის. იმის ჩვენება, რომ მოიხედავად ამხელა მხარდაჭერისა, ბიძინა ივანიშვილი უძლურია ხელისუფლების წინაშე, მას არ შეუძლია დაიცვას ბიზნესი.3) ოზურგეთულმა აქციამ ხელისუფლება კვლავ აგონიაში დააბრუნა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან როცა 100 000-იან რეგიონში მოსახლეთა ნახევარი საპროტესტო აქციაზე გამოდის, ვფიქრობ საკმაოდ მკაფიო სიგნალია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს კარგად იციან მათ. ამიტომ ეცდებიან ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია წარმოადგინონ ბნელ ბნელ ფერებში.რაც არ უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, გუშინ ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილმა გურულებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მილიონიანი ჯარიმები მას ვერ შეაჩერენს და იმ მოძრაობას, რომელიც ქართული ოცნების ახდენას ისახავს მიზნად ხელს ვერ შეუშლის. მის ამ სიტყვებს კი კი ათიათასობით გურული ოვაციებით შეხვდა.არვიცი რას აპირებს ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია რომ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას არ აპირებს, ისინი მშვენივრად აცნობიერებენ, რომ მათი დღეები დათვლილია, ხოლო ერთადერთი ბერკეტი, რაც მათ დროს გაახანგრძლივებს ეს საზოგადოებაში შიშის დანერგვაა. თუმცა რამდენად გამოსდით ეს მგონი ამ კითხვაზე პასუხი ოზურგეთმა უკვე გასცა, შემდეგი პასუხი კი 1 ივლისს მცხეთაში იქნება.http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/251861_380840388644167_1609352016_n.jpg View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts