Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: კახი კალაძის “გაშავება” – ანუ როგორ ებრძვის სააკაშვილი ოპონენტებს


Recommended Posts

კახი კალაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელია,მისი ბიოგრაფიაც შესაბამისად,ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. კახის კარგი ურთიერთობა ქონდა მიხეილ სააკაშვილთან,ამჟამინდელი პრეზიდენტი მასზე ხუმრობდა კიდეც,მომავალი პრეზიდენტია არის კალაძეო. კალას და სააკაშვილის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა,რაც 2007 წელს,ინგა გრიოგოლიას გადაცემაში სტუმრად მყოფ სააკაშვილს, იმ დროს ფეხბურთელმა კალაძემ, გამოუძიებელი საქმეები შეახსენა,რომლებიც საზოადოების დიდ ინტერესს იწვევდა.

ამ საქციელით კალამ უკვე არა მხოლოდ როგორც ფებურთელმა,როგორც სიმართლის მოყვარულმა და შეიძლება ითქვას,უშიშარმა ადამიანმა(სააკაშვილს ამას ყველა ვერ გაუბედავდა) შეაყვარა თავი. ხალხი ხვდებოდა,რომ სააკაშვილი კალაძის ამ სიტყვებს ადვილად არ “გაატარებდა”,მაგრამ სააკაშვილმა კალას ეს საქციელი უპასუხოდ დატოვა,ყოველ შემთხვევაში იმ წუთას ,ჩვენს დასანახად არაფერი უთქვამს. ამ ამბიდან არც თუ ისე დიდი დროის შემდეგ,კალაძეს საქართველოში პრობლემები შეექმნა. სახელმწიფო უხეშად ჩაერია მის ბიზნეს საქმიანობაში, ფაქტიურად წაართვა სასტუმრო “კოლხეთი”,რომელზეც კახის არანაირი ვალდებულება არ ქონია აღებული და მხოლოდ მის სურვილზე იყო,მოახდენდა თუ არა სასტუმროს რეაბილიტაციას. პრობლემები შეუქმნეს “კალა კაპიტალს” და “არსენალის მთასაც”,კახის მილიონობით ჯარიმაც დაეკისრა .გარკვეული დროის მანძილზე კახის ბიზნეს ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრთან,ზურაბ ნოღაიდელთან,სწორედ ეს “არგუმენტი” მოიშველია ხელისუფლებამ იმის ვითომდა დასამტკიცებლად,რომ კალაძე “რუსეთუმეა”. ამის შემდეგ დაიჭირეს კახას უახლოესი მეგობარი და ყველასათვის ცნობილი ფეხბურთელი,გიორგი დემეტრაძე.დემეტრაძეს თავდებში ჩაუდგა კალაძე ,საკუთარ ოჯახთან ერთად,მაგრამ ცხადია, ზემოთ მოყოლილი ამბების შემდეგ,მის თავდებს სააკაშვილის რეჟიმი არ გაითვალისწინებდა.

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/1836kalaze.jpg

დღეს კახა უკვე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის,”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია და ამავე პარტიიდან იყრის კენჭს არჩევნებზე,სამტრედიის მაჟორიტარ-დეპუტატად.

ახლახანს მოხდა საფეხბურთო სკანდალი იტალიაში,რომელიც გაყიდულ თამაშებს უკავშირდებოდა.იყო შესაძლებლობა,რომ კალა დაეკითხათ მოწმის სტატუსით,თუმცა ეს არ მოხდა რაც ცხადია გვარწმუნებს,რომ კალა უდანაშაულო იყო და მეტიც,საერთოდ არ იყო ქონდა ამ საქმესთან არანაირი შეხება.სამაგიეროდ,შესაშური ღვარძლით წერდნენ ამ ამბავზე ხელისუფლების მიერ მართული ინტერნეტ-სააგენტოები,ასე მაგალითად : ” კალაძე იტალიურ ციხეში… “;”„სენიორ კალაძე, კარაბინერები გელოდებიან…“” და ა.შ…დღეს კალაძის “გაშავებას” ისევ ის ტელევიზიები თუ საინფორმაციო სააგენტოები ცდილობენ,რომლებსაც ზემოთ მოყვანილი “ფანდი” ჩაუვარდათ. დღეს დილით “რუსთავი2-მა” დაანონსა,რომ საღამოს მოგვაწვდის კადრებს,სადაც ასახულია,თუ როგორ ხვდება კალაძე რამდენიმე კანონიერ ქურდს რა როგორ მართავს მათთან მოლაპარაკებას გარკვეულ საკითხზე.ამ თემაზე უკვე გააკეთა კომენტარი კალაძის პრესსპიკერმა,ოთარ ჩრდილელმა და ამ ამბავს გამოგონილი და არასერიოზული უწოდა,თუმცა ჩვენ უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ხელისუფლების მიერ მართული საინფორმაციო საშუალებებისგან ადამიანების “გაშავების” გაუგონარ,ყოვლად მიუღებელ მცდელობას და ალბათ არც ეს შემთხვევა არ უნდა გაგვიკვირდეს…

დასასრულს არ შემიძლია არ დავდო ერთი სურათი,რომელიც ინტერნეტში ძალზედ პოპულარულია. სურათში,მარჯვნივ ასახულია ბუბა კიკაბიძე საკმაოდ ცნობილ და ავტორიტეტულ კანონიერ ქურდთან,ძედ ჰასანთან ერთად.

საინტერესოა,დემეტრაძე თუ ყიფიანთან მეგობრობისთვის “ზის”,კიკაბიძე რატომ “დგას?”

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/250848_450428241648746_1502206211_n.jpg

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...