planetanews Posted June 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgდავით საყვარელიძე - მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, რომელმაც თანამდებობა დატოვა და ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე გახდა, თბილისის კრწანისის რაიონში ახალგაზრდებს შეხვდა. კრწანისის ახალგაზრდული სიცოცხლე - ასე ეწოდება პროექტს, რომლის პრეზენტაციაც საყვარელიძემ მოაწყო. ეს პროექტი რაიონის ცხოვრებაში ახალგაზრდობის აქტიურ ჩართვას გულისხმობს. მისი პოპულარიზაციის ერთ-ერთი გზა კი ფეისბუქის გვერდის შექმნა იქნება. ამ გვერდზე ინტერნეტ-მომხმარებლები შეძლებენ კრწანისში არსებული სხვადასხვა პრობლემის განხილვას და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობას. დავით საყვარელიძეს რაიონის ახალგაზრდებთან პერმანენტულად ექნება შეხვედრები. დღევანდელი ღონისძიება კი საგამოფენო კომპლექს "ქარვასლაში" გაიმართა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts