planetanews Posted June 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61114.jpg ბაგრატის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ეს განცხადება საქართველოს კულტურის მინისტრმა პარიზში იუნსეკოში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა. ნიკა რურუას განმარტებით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია გაუგებრობის გამო შეწყდა. ბაგრატის ტაძრის აღდგენა იუნესკოს მიერ შერჩეული ექსპერტების მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. თუმცა, მინისტრის განცხადებით, მოგვიანებით ორგანიზაციამ საქართველოში საკითხის შესასწავლად საშუალო დონის სპეციალისტი გამოგზავნა, სწორედ მისმა არაკვალიფიციურმა დასკვნამ გამოიწვია ის აჟიოტაჟი, რომელიც ძეგლის ირგვლივ შეიქმნა. "ყველა ის სიცრუე, რომელიც გავრცელდა ფოტოების და რენდერების სახით სოციალურ ქსელებში, არის უბრალოდ, დეზინფორმაცია, მიმართული დესტრუქციაზე, მიმართული ამ საკითხის პოლიტიზებაზე და თვითონ იდეის დისკრედიტაციაზე. ბუნებრივია, ამ ტყუილს ჩვენ გავფანტავთ და გავფანტავთ სულ მალე," - თქვა მან.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ამ თემაზე მოლაპარაკებები მსოფლიო მემეკვიდრეობის სამსახურის ხელმძღვანელთან გამართა და სიტუაცია გაარკვია. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ის რესტავრტორსა და კულტურული მეკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს. მანამდე კი ნიკა რურუა ტაძრის რეკონტრუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპატრიარქოს მიაწოდებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts