planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61117.jpg საქართველო ისევ რჩება შეერთებული შტატების და რუსეთის ურთიერთობაში ერთ–ერთ მთავარ შეუთანხმებელ საკითხად – ამის შესახებ ჰილარი კლინტონის პირველმა მოადგილემ წარმოამდგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უილიამ ბერნსის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.მოსკოვთან შეუთანხმებელ საკითხებს შორის კი საქართველოსთან ერთად სირიის თემა, ანტისარაკეტო თავდაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებიც მოხვდა. ბერნსი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გაამახვილა საქართველოს ფაქტორზე ყურადღება. მან განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველომ ვაჭრობის გაზრდის მიზნით მაინც დაუჭირა მხარი რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მისი თქმით, რუსული ეკონომიკის მოდერნიზაცია და გამჭვირვალეობა ყველა მხარის ინტერესებში შედის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts