planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61120.jpg 55 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რამაზ შენგელია. გუშინ გვიან ღამით ლეგენდარული ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა. რამაზ შენგელია სხვადასხვა დროს ქუთაისის `ტორპედოსა` და თბილისის `დინამოში` თამაშობდა. 1978 წელს დინამოს შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ამავდროულად საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ფეხბურთელი ტიტულიც მოიპოვა. 1980 წელს შენგელიამ საბჭოთა კავშირის 20 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 1981 წელს თბილისის დინამო თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა, შენგელია დინამოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.რამაზ შენგელიამ 1982 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობში მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts