planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/cixe-300x186.jpg„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ამანათით პრესის შეტანა ბოლო რამდენიმე თვეა არაოფიციალურად აიკრძალა, თუმცა სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. უფლებადამცველები და ადვოკატები პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ“ – წერს „რეზონანსი“.„განსაკუთრებით თავისუფალ ჟურნალ-გაზეთებს კრძალავენ. ეს ბრძანება ოფიციალური არ არის და ყველაფერი არაოფიციალურად ხდება. ტელევიზიასთან და რადიოსთან ხელმისაწვდომობაც პრესასთან ერთად აიკრძალა. როგორც პატიმრების პატრონები და თავად პატიმრები ამბობენ, დღეს ციხეებში პრესა საერთოდ არ შედის, აქამდე განსაკუთრებული შეზღუდვა ოპოზიციურად განწყობილ გაზეთებზე იყო, მათ შორის სასტიკად იკრძალებოდა ასავალ-დასავალის“ შეგზავნა. დღეს კი ეს აკრძალვა ყველა გაზეთს შეეხო. რაც შეეხება წიგნებს, აქაც შეზღუდვებია დაწესებული. წიგნებზე მკაცრად განსაზღვრული წონები დააწესეს, ფიქრობდნენ, ეს ციხეებში პრესის და წიგნების შეტანას შეზღუდავდა, მაგრამ პირიქით მოხდა, პატიმრები საჭმელზე მეტად ინფორმაციას ითხოვენ და ამან არ გაამართლა. ახლა კი პირდაპირ გადავიდნენ აკრძალვაზე“ – აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.მისი თქმით, აზერბაიჯანელი უფლებადამცველების თქმით, აზერბაიჯანში ასეთი რამ გამორიცხულია, ჩვენთან კი რეალობა სხვაგვარია. იგი პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ამბობს, რომ პრესის შეზღუდვა პატიმრებისთვის იმ დროიდან დაიწყო, რადგა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა: „როგორც კი საზოგადოება აქტიური გახდა, ქვეყანაც შეიცვალა. ხელისუფლება კიდევ უფრო დახურული, დაუნდობელი და სასტიკი გახდა. აქ უკვე აღარ არის საუბარი, არადემოკრატიულობაზე, ეს არის იმ შიშის შედეგი, რაც ახალმა პოლიტიკურიმა ძალამ გააჩინა“.ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც, კაკაბაძის მსგავსად, ციხეებში პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. „დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე ჟურნალი – „გზა“, „თბილისელები“, „რეიტინგი“. დანარჩენი გაზეთები პრაქტიკულად აკრძალულია. 27 მაისამდე „კვირის პალიტრასაც“ უშვებდნენ, მაგრამ ესეც სასტიკად აიკრძალა. ჩემი შეფასებაც არ ჭირდება, პატიმრებიც ამბობენ, რომ სწორედ პოლიტიკური პროცესებია პრესის აკრძალვის მიზეზი… გაზეთებთან ერთად ტელეარხების ჩვენებაც იკრძალება. ადრე ხელმისაწვდომი იყო „კავკასია“ და „მაესტრო“, ახლა ესეც აკრძალულია და მხოლოდ იმედს და რუსთავი-2-ს აჩვენებენ, პირველი არხის ჩვენებაც კი აკრძალულია.„პატიმრების გარკვეული კატეგორია არჩევნებში მონაწილეობას იღებს და არ უნდათ მათი ინფორმირება. მათზე ზეწოლა და ზემოქმედება ძალიან ადვილად შეიძლება. აქედან გამომდინარე გასაგებია, რატომ ამყოფებენ მათ ინფორმაციულ ვაკუუმში“ – ამბობს ნიკოლაიშვილი.საია-ს იურისტის, ნინო გობრონიძის თქმით, პატიმრებისთვის პრესის აკრძალვა დეკემბრიდან დაიწყო. „საია-მ იანვარ-თებერვალში მონიტორიგნი ჩაატარა და მაშინ გამოვლინდა, რომ ძირითადა ჟურნალები იყო დაშვებული. გაზეთებიდან მცოლოდ კროსვორდებს უშვებდნენ. გლდანის მე-8 დაწესებულებაში კი მხოლოდ რუსულენოვანი ჟურნალები აღმოჩნდა. რაც შეეხება ამანათის გაგზავნას, პატიმრების თქმით, სოციალური სამსახურის თანამშრომელები ეუბნებოდნენ, რომ გაზეთების შეგზავნა ფოსტით შეიძლება, მაგრამ აფრთხილებნდნენ, ოპოზიციური გამოცემების შემოტანას მოერიდეთო. ჩვენ არ გადაგვიმოწმებია ეს ინფორმაცია და ამიტომ დაზუსტებულად ვერაფერს გეტყვით“ – ამბობს გობრონიძე. მისი თქმით რამდენიმე დაწესებულებაში ტელევიზიაც დაშვებულია, თუმცა ძირითადად საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის, რუსთავი-2-ის არხებით შემოიფარგლებიან.მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვითopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts