planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/bidzina-ivanishvili-photo-by-reuters1-300x213.jpg„ივანიშვილის გადაუხდელ ჯარიმებთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოება დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით ისევ უცნობია, ხელისუფლებას მისი რა ქონების დაყადაღება მოუწევს. ამის შესახებ არც ხელისუფლების და არც ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან არანაირი განცხადებები არ კეთდება“ – წერს „რეზონანსი“.„საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი უძრავ ქონებას მხოლოდ ჭორვილაში, წყნეთში, საგურამოში, ბაკურიანსა და ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში უნდა ფლობდეს. აქედან კი დაჯარიმებული მილიარდერის საკუთრება რა არის, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ მის სახელზე არ არის გაფორმებული არც თბილისში არსებული ე.წ. მინის სასახლე და არც სხვა რომელიმე ქონება. თუმცა, თუკი ეს საკუთრება საკმარისი არ იქნება, ხელისუფლება ივანიშვილის სამეწარმეო წილებზე გადავა“ – გვატყობინებს გამოცემა.გაზეთის ცნობით, ჯარიმის ვადა გუშინწინ ამოიწურა. იმისთვის, რომ სააღსრულებომ თანხის ამოღების პროცედურა დაიწყოს, მას კონტროლიოს პალატამ უნდა მიმართოს.ივანიშვილის ადვოკატის, შალვა თადუმაძის განმარტებით, კონტროლის პალატამ აღსრულების ფურცლით სასამართლოს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც საქმეში აღსრულების ბიურო ჩაერთვება. „შემდეგ ბიძინა ივანიშვილს კიდევ 7 დღე უნდა მისცეს აღსრულებისთვის. ამის შემდეგ კი აღმასრულებელი გადაწყვეტს, რა იძულების გზით უნდა ამოიღოს აღნიშნული თანხა“ – განაცხადა შალვა თადუმაძემ.საია-ს იურისტის, ბექა დოჭვირის განმარტებით, „7 დღის ვადის ამოწურვის შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება, რომ მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც საქართველოში მის სახელზეა დარეგისტრირებული, გაიტანონ აუქციონზე ან მოხდეს უკვე ამ ქონების იძულებითი მართვა სახელმწიფოს მხრიდან“.„რეზონანსის“ თქმით, ვერც ივანიშვილის ადვოკატები და ვერც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვერ საუბრობენ იმაზე, თუ რა ქონებას ფლობს ივანიშვილი საქართველოში. „თუმცა, როგორც ბექა დოჭვირი განმარტავს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მის სახელზე არსებული ნებისმიერი ქონება, იქნება ეს პირადად მის სახელზე გაფორმებული თუ არის სრული ან ნაწილობრივი წილის მფლობელი რომელიმე კომპანიაში, ხელისუფლებას ამის დაყადაღება და მართვაში აღება მაინც შეეძლება.“გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებული ოქნება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ამოიღონ ეს თანხა, შესაძლებელია, მიმართონ იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც მას აქვს ქონება და ამ ორგანოების მიერ გადაწყვეტილების ცნობის შემთხვევაში, აღასრულოს თავად ამ ქვეყანამ მის ტერიტორიაზე.„ივანიშვილის ოჯახის წევრების სახელზე არსებულ ქონებას კი ამ შემთხვევაში ვერ შეეხებიან. ასევე, როგორც ბექა დოჭვირი ამბობს, უშუალოდ ჯარიმის გადაუხდელობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა პირის დაკავებას ან დეპორტაციას არ ითვალისწინებს“ – წერს „რეზონანსი“.აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი გუშინ მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვადის ახალი ათვლა დაიწყო. იმის გამო, რომ ივანიშვილის ქონებაზე მისი ადვოკატები არ საუბრობენ, ეჭვი გაჩნდა, რომ მის სახელზე საქართველოში არანაირი ქონება არ არის გაფორმებული.მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვითopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts