planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/gosdepartament3.jpg„მაისის თვეში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ტრეფიკინგთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა. ოპოზიციის მტკიცებით, საქართველო ჩართულია ტრეფიკინგში. ამის მაგალითად აჭარის რეგიონი დასახელდა, სადაც ოპოზიციის თქმით, თურქებს შუა აზიიდან ჩამოჰყავთ გოგონები და მათ ბორდელებში ამუშავებენ. ამის გარდა, ოპოზიცია ყურადღებას თურქეთში ქართველების მდგომარეობაზე ამახვილებდა. დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, სტამბულის ბაზარზე ქართველებს მონებად ჰყიდიან“ – წერს „ახალი თაობა“.„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტალმენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 186 ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც ეხება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. აშშ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომ უფრო მეტი მეთოდები იქნეს გამოყენებული ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის აღმოსაჩენად; უნდა მოხდეს ამ პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობოების დაფინანსება; საზღვრებზე უნდა მოხდეს გაკონტროლება, საკუთარი ნებით შემოდიან თუ არა მოქალაქეები. რაც შეეხება თავად ანგარიშს, ანგარიშის მიხედვით საქართველო არის ქალების სექსუალური ტრეფიკინგის და კაცების და ქალების იძულებითი სამუშაოს განმახორციელებელი ქვეყანაც, წყაროც და ტრანზიტიც“ – წერს გამოცემა.ანგარიშში ნათქვამია, რომ იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში უზბეკეთიდან ჩამოყვანილი გოგონები იძულებით პროსტიტუციაში ჩააბეს, კერძოდ საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებსა და სასტუმროებში. აქვეა აღნიშნული, რომ ადამიანები იძულებითი სამუშაოს მსხვერპლნი არიან საქართველოში, ხოლო ქართველები იძულებითი სამუშაოს მსხვერპლნი არიან რუსეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში უცხოელები სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე და სახლის დამლაგებლებად იძულებით ამუშავეს. მოყვანილია ქუჩის ბავშვების პრობლემაც, რომელსაც ზოგჯერ საკუთარი მშობლები იძულებულს ხდიან იმათხოვრონ ან იქურდონ.გამოცემის თანახმად, ანგარიშში მოყვანილია შრომით უფლებებზე მომუშავე ექსპერტების მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ტრეფიკინგს ხელს შრომითი ინსპექციის ნაკლებობა და შრომის კოდექსის სისუსტე უწყობს.აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში აფხაზეთიც მოხვდა.„გასულ წელს თურქი მამაკაცები გახდნენ იძულებითი შრომის მსხვერპლნი ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საქართველოს ვენტრალური ხელისუფლების კონტროლ ქვეშ არ არის“ – აღნიშნულია ანგარიშში.ანგარიშში არ მოხვდნენ რუსი მონები, რომელთა შესახებ რამდენიმე თვის წინ საშინელი სკანდალი ატყდა. რუსული მედიის ცნობით, სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სამ პიროვნებას, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობასა და ადამიანებით ვაჭრობაში ედებათ ბრალი. აფხაზების მიერ რუსებისმონად წაყვანის ფაქტები ახალი არ არის. რუსეთის შს სამინისტრომ პირველად 2010 წელს განაცხადა ამის შესახებ და სოხუმს ბრალი დასდო, სკანდალში ჩართული იუო რუსეთის საგარეო უწყებაც, თუმცა აფხაზებმა ეს დიდი შეურაცხყოფად მიიღეს და ბრალდება უარყვეს.მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „ახალი თაობის“ მიხედვითopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts