Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- “ქართული ფეხბურთის ქომაგი” კანონმდებლობის დარღვევით დაჯარიმდა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/arasamtavroboebi-300x225.jpgროგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, “ქართული ფეხბურთის ქომაგის” კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმება კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა. რასთან დაკავშირებითაც 4 არასამთავრობო ორგანიზაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” განცხადებას ავრცელებს.

“მიგვაჩნია, რომ ორგანიზაციის დაჯარიმება და მისი ანგარიშების დაყადაღება არსებული კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა, რადგან კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლებით დაჯარიმებისთვის აუცილებელია: ა) პირს ჰქონდეს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად იყენებდეს ფინანსურ/მატერიალურ რესურსებს: ბ) პირისათვის შეზღუდვების გავრცელების თაობაზე მონიტორინგის სამსახურს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით გამოცემული ჰქონდეს შესაბამისი აქტი და გ) პირს განხორციელებული ჰქონდეს კანონით აკრძალული შემოწირულების მიღება ან დამალვა (ამგვარ შემოწირულობას განეკუთვნება შემოწირულებები იურიდიული პირისგან, უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან და ა.შ.). აღნიშნული კრიტერიუმებიდან არც ერთი არ არის სახეზე”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” უკანონობად მიიჩნევენ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს დადგენილებასაც და განმატავენ, რომ ის არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოდის.

“სასამართლომ გაიზიარა მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნა, ააიპ “ქართული ფეხბურთის ქომაგი” 5 000 ლარით დააჯარიმა და დაუყადაღა საბანკო ანგარიშები. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დადგენილება არ არის შესაბამისი არსებულ კანონმდებლობასთან შემდეგ გარემოებათა გამო: ააიპ “ქართული ფეხბურთის ქომაგი” ვერ იქნება 342-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი სანქციის სუბიექტი, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით პირის 5 000 ლარით დაჯარიმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას გააჩნია განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს, რაზეც კანონის 341 მუხლის მიხედვით მონიტორინგის სამსახურმა უნდა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. ადმინისტრაციული აქტი კი არ გამოცემულა და ორგანიზაციას არანაირი ფინანსური რესურსები საარჩევნო მიზნების მისაღწევად არ გამოუყენებია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო სექტორმა კონტროლის პალატასა და სასამართლოს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდა და მიმართა, “თანმიმდევრულები იყვნენ საკუთარ გადაწყვეტილებებში”.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ასეთი მიდგომა კიდევ უფრო გაზრდის უსამართლობის შეგრძნებას პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის და ხელს შეუწყობს უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოს ფორმირებას”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...