planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/ocndebaaaa15-300x279.jpgგაერო-ში მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის მიერ მომზადებული ანგარიშთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს. როგორც კოალიციაში აცხადებენ, მაინა კიაის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. “კიაის როლი მდგომარეობს ადამიანის ყველა უფლების – სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული – მხარდაჭერასა და დაცვაში. მან განაცხადა, რომ ყველა ეს უფლება საქართველოში დაცემის გზაზეა”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”. “საქართველომ უნდა გამოხატოს მზაობა, განვითარდეს ვარდების რევოლუციის სულისკვეთებით გამსჭვალული დემოკრატიის ხედვის მიხედვით. სამწუხაროდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თვითნებური მმართველობის პირობებში ვარდი დაჭკნა და საქართველო, ნორჩი დემოკრატიული ქვეყნის ნაცვლად, ავტორიტარულ სახელმწიფოდ იქცა”, – აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts