Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]


Recommended Posts

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი

13:06 20.06.2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების გადაადგილებაზე ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა რამდენიმე დღით ადრე იზრუნეს. შედეგად კი, 6 ავტომანქანა სხვადასხვა მიზეზით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზის რამდენიმე მონაკვეთზე გააჩერეს და საჯარიმო სადგომებზე გადაიტანეს.

 

http://1.bp.blogspot.com/-kNLrj-DwbTY/T-GGXZe8N6I/AAAAAAAAHcw/Tg1t0lKYhTQ/s200/senaki_ocneba_3089.jpgსენაკელი მიტროფანე ნაჭყებიას ავტომანქანის საწვავის ავზში კი ოზურგეთში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე უცხო პირებმა შაქარი ჩაყარეს და ძრავი მწყობრიდან გამოიყვანეს. „ქართული ოცნების“ სენაკის ოფისის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელს, დავით შენგელიას კი პატრულის ინსპექტორმა უსაფრთხოების ღვედის უქონლობის გამო რამდენიმე თვის წინ გამოწერილი ოქმი შეახსენა. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ გადახდის ქვითარი იქვე წარუდგინა, პატრულმა „გადაწყვეტილება“ არ შეცვალა და ავტომანქანა სენაკის საჯარიმო სადგომზე გადაიტანა.

 

ნოქალაქეველ გენადი კოკაიას კი საპატრულო ეკიპაჟი სენაკი-ფოთის მაგისტრალის ჭალადიდის მონაკვეთზე ჩაუსაფრდა და თითქოს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების მიზეზით ავტომანქანის გასაღები ჩამოართვა, მანქანაში მსხდომი ქალბატონები კი გზაზე ჩამოსხა. ტრასაზე უეცრად გამოჩენილი ევაკუატორის მიუხედავად, კოკაიას ავტომანქანა ფოთის საჯარიმო ავტოსადგომზე პატრულმა თავად გადაიყვანა, მძღოლი კი 200 ლარით დააჯარიმა.

 

ძმები ზურაბ და პაატა ლოლუები „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე“ საპატრულო ეკიპაჟმა სენაკის ერთ-ერთ ქუჩაზე გააჩერა, ავტომანქანიდან გადმოიყვანა და „გონივრული ეჭვი“ გააცნო, რომლის მიხედვითაც ძმები ლოლუები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ზუგდიდის ნარკოლოგიურ ცენტრში ტესტირების შემდეგ ლოლუები „ფხიზლად“ ცნეს და გაათავისუფლეს, თუმცა მათი ავტომანქანა საჯარიმო სადგომზე მაინც აღმოჩნდა.

 

აბესალომ და მამუკა ჭანტურიებმა კი 17 ივნისის ღამე სენაკის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარეს. სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ჭანტურიები 18 ივნისს 400-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს. სენაკის პოლიციის იზოლატორში მოხვდა ასევე ზურაბ ხურცილავა, რომელსაც პოლიციამ ჯერ ავტომანქანა ჩამოართვა, 200 ლარით დააჯარიმა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა და ჟურნალისტებთან ფაქტის გახმაურების შემთხვევაში კი 4 000-ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაემუქრა. პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან ძალადობის ფაქტზე ხურცილავა ჟურნალისტებთან ღიად არ საუბრობს. მასთან ინტერვიუს ჩაწერა, სამწუხაროდ, მხოლოდ ფარულად მოხერხდა. იმედია, სენაკის პოლიცია ჟურნალისტებთან დაკავშირებული მუქარის დანაპირებს არ შეასრულებს და ასაკოვანი მამაკაცისთვის „დამატებით ღონისძიებას“ არ გაატარებს.

 

თუ რა ხდებოდა სენაკიდან ოზურგეთამდე და რას ყვებიან დატერორებული მეგრელები, ნახეთ ვიდეოკადრებში.

 

 

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-1228562175119951259?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...