planetanews Posted June 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2012 „სახალხო კრების“ ლიდერები – ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, გია ბურჯანაძე და სოსო ჯაჭვლიანი – ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.როგორც შეხვედრის შემდეგ ლუკა კურტანიძემ განაცხადა, “სახალხო კრება” “ქართულ ოცნებასთან” ერთობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. მისი განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას შეეხო, ცალკეულ რეგიონებში მათ მაჟორიტარობასთან დაკავშირებით. თუმცა, კურტანიძის თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ საკითხზე ჯერ მიღებული არ არის.„სახალხო კრების“ კიდევ ერთმა წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა კი აღნიშნა, რომ კონსულტაციები ამით არ დასრულებულა და უახლოესი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები.მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ კოორდინირებული მოქმედებებისთვის მზადყოფნა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი სახალხო კრების ლიდერებმა დღეს გამოთქვეს. თუმცა, როგორც „სახალხო კრებაში“ განმარტავენ, ეს კრების აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრის სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ პარტიაში გადასვლას არ გულისხმობს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts