Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: კონტროლის პალატამ პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა


Recommended Posts

##image#9526#1#სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის მი­ერ 2012 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 19 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

უწ­ყე­ბის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ამ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო 44 ათას ლა­რამ­დე შე­მო­წი­რუ­ლო­ბა მი­ი­ღო. პარ­ტი­ას ფი­ზი­კურ­მა პირ­მა ნო­დარ ხა­დურ­მა, 31 მა­ისს 11 ათას ლარ­ზე მე­ტი გა­და­უ­რიც­ხა. იმა­ვე დღეს ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის­გან 10 ათას ლარ­ზე მე­ტი მი­ი­ღო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მოძ­რა­ო­ბა ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ მი­თი­თე­ბუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში 493 ათას ლა­რამ­დე შე­მო­წი­რუ­ლო­ბა მი­ი­ღო. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბას 236 შე­მომ­წირ­ვე­ლი ჰყავს. მათ­გან უმ­სხვი­ლე­სია კარ­ლო კა­ლა­ძე და ნოე ქინ­ქლა­ძე, რომ­ლებ­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა – 60-60 ათა­სი ლა­რი გა­ი­ღო. მე­ო­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 23 ათას ლა­რამ­დე გა­და­რიც­ხა.

2012 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 19 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ ერ­თი მი­ლი­ონ შვი­და­სი ათას ლარ­ზე მე­ტი ოდე­ნო­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა მი­ი­ღო. პარ­ტი­ის სა­სარ­გებ­ლოდ თან­ხა 75-მა პირ­მა გა­და­რიც­ხა. მათ შო­რის, მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა 60 ათა­სი – რამ­დე­ნი­მემ.

კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ქდმ-მ 50 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა მი­ი­ღო. შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა – 20 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით პარ­ტი­ის­თვის მი­სი­ვე ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლე­ვან ვეფ­ხვა­ძემ გა­ი­ღო.

ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ 12 ათას ლარ­ზე მე­ტი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა მი­ი­ღო. პარ­ტი­ას მხო­ლოდ ორი შე­მომ­წირ­ვე­ლი ჰყავს. დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას კი 54 ათას ლარ­ზე მე­ტი გა­და­უ­რიც­ხეს.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...