Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 29 ივნისს გამოცხადდება


Recommended Posts

##image#9528#1#სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­კით­ხზე გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას 29 ივ­ნისს გა­მო­აც­ხა­დებს.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა წი­ნა პრო­ცეს­ზე მოთ­ხოვ­ნილ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე პა­სუ­ხი მი­ი­ღეს. სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ეს­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი გაბ­რი­ე­ლაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შეწ­ყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით ათო­ბით ათა­სი ანა­ლო­გი არ­სე­ბობს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა არ არის.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გაბ­რი­ე­ლაშ­ვილ­მა ვერც ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა ვერ და­ა­ფიქ­სი­რა, რაც იმას ადას­ტუ­რებს, რომ მო­წი­ნა­აღ­მდგე მხა­რეს არც ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბაა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა აგ­რეთ­ვე, აღ­ნიშ­ნეს, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს არ გა­აჩ­ნია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ეს­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელს ესა­უბ­რა, სა­დაც მას უთ­ხრეს, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დე­რი საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2011 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით ჩა­მო­ერ­თვათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა მხო­ლოდ ხვე­დე­ლი­ძის მი­მართ გა­ა­უქ­მა, ივა­ნიშ­ვილ­მა კი პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...