planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/ivanishvili31-300x179.jpgკოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო დღეს განაახლდებს.წინა პროცესზე მხარეებმა მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს.ივანიშვილის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგინა.ამაზე, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აპელანტი მხარის განცხადებები კანონთან შეუსაბამობაშია და გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კანონის საფუძველზეა მიღებული.ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ადვოკატები შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე, არჩილ კბილაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი იცავენ, პრეზიდენტის მხარეს კი წარმოადგენენ თინათინ სირაძე, ჟანა ქოიავა და გიორგი გაბრიელაშვილი. საქმეს იხილავენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თეა ძამისტარაშვილი, ირაკლი შენგელია და ქეთევან დუგლაძე.სააპელაციო განხილვა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts