planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/nacionaluri_mozraoba.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 43 923,50 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.პარტიას ფიზიკურმა პირმა ნოდარ ხადურმა, 31 მაისს 11 361 ათასი ლარი გადაურიცხა. იმავე დღეს “ქართულმა ოცნებამ” პარტიის თავმჯდომარისგან მანანა კობახიძისგან 10 562,50 ლარი მიიღო, ფიზიკური პირი თემურ კობახიძისგან კი – 2 000 ლარი. 11 ივნისს ბიძინა ივანიშვილის პარტიას ზურაბ აზმაიფარაშვილმა 20 000 ლარი შესწირა, ხოლო სალომე ქარდავამ – 6,46 ლარი.მმართველი პარტია “ქართულ ოცნებაზე” 40-ჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო. 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 1 768 492 ლარი შესწირეს.აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პარტიის სასარგებლოდ თანხა 75-მა პირმა გადარიცხა. მათ შორის, მაქსიმალური შემოწირულობა 60 ათასი ლარის ოდენობით პარტიისთვის ამირან ქორთიაშვილმა, ჯამბულატ ჯაყელმა, მიხეილ ესიაშვილმა, ზურაბ გოზალიშვილმა, გიორგი დევაძემ, ნიკოლოზ ღონიაშვილმა, კახაბერ დამენიამ, იზაბელა გუტიძემ, დავით ჩანტლაძემ, შოთა აბულაძემ, მურად წკრიალაშვილმა, ნოდარ ალადაშვილმა, იაგო ჩოჩელმა და იაგო გვრიტიშვილმა გაიღეს.მინიმალური შემოწირულობის სახით “ნაციონალურმა მოძრაობამ” 4 ათასი ლარი მიიღო.შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts