planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/10/control-298x300.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შემოწირულობის სახით 12 660 ლარი აქვს მიღებული, “ახალ მემარჯვენეებს” – 116 451, 50 ლარი, “ქართულ პარტიას” – 53 700 ლარი, “ქრისტიან დემოკრატებს” – 50 000 ლარი, “თავისუფალ დემოკრატებს” – 208 179 ლარი, “განახლებულ საქართველოს” – 431935 ლარი, “ეროვნულ ფორუმს” – 171 249.15 ლარი, კუკავას პარტიას – ტავისუფალ საქართველოს” – 216 819 ლარი, ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას – ერთიან საქართველოს” – 54 526.10 ლარი, რესპუბლიკელებს – 147 456, 60 ლარი,” კონსერვატიულ პარტიას” – 171 518, 40 ლარი, ხოლო “მწვანეთა პარტიას” – 200 ლარი, რომელიც პარტიას მისმა ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ შესწირა.პარტია “ერთობა რეალური იდეისათვის” მხოლოდ 130 ლარი შესწირეს, “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლესთვის” კი მოქალაქე მიხეილ სალუაშვილს კი 436,08 ლარი არ დაენანა.აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 43 923,50 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 1 768 492 ლარი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts