planetanews Posted June 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/reestri-300x200.jpgატესტატის აღება დაჩქარებული წესით, ერთ დღეში 50 ლარად არის შესაძლებელი ღირს.ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს.სააგენტოს ინფორმაციით, განცხადების შეტანიდან 10 დღეში ატესტატს პირი უფასოდ მიიღებს, მაგრამ დაჩქარებული წესით მომსახურეობა ფასიანია.დაჩქარებული მომსახურების სერვისით ატესტატის მიღება შესაძლებელია განცხადების წარდგენის დღიდან მე–5, მე–3, მე–2 და იმავე სამუშაო დღესაც.როგორც რეესტრში აცხადებენ, განცხადების წარდგენიდან მე-5 დღეს ატესტატი გაიცემა 20 ლარად, მე-3 დღეს _ 30 ლარად, მე-2 დღეს _ 40 ლარი, ხოლო იმავე დღეს _ 50 ლარად.იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა ახლახანს დაიწყო. სკოლის კურსდამთავრებულმა ატესტატის მისაღებად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოს.ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს განეკუთვნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts