Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მიქსიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/tina_burjaliani-300x219.jpgამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მომზადებულ ანგარიშში, საქართველო შეფასების უმაღლეს კატეგორიაში – პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ანგარიშის მიხედვით სახელმწიფოები სამ კატეგორიად იყოფიან: პირველ კალათაში შედიან ის სახელმწიფოები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის მძიმე ფონების აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს, მეორე და მესამე კალათაში კი ხვდებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც ნაწილობრივ აკმაყოფილებენ ან სრულიად ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტებს.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2011 წელს საქართველომ წარმატებით გამოიძია ტრეფიკინგის შემთხვევები და პასუხისგებაში მისცა 5 დამნაშავე. მათი სასჯელები კი განისაზღვრა 6-დან 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით ანგარიშში ასევე დეტალურად არის ასახული იმ მრავალფეროვანი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და განხორციელდა როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ. ანგარიშში ნათქვამია,რომ საქართველო არის ქალების სექსულური ტრეფიკინგის და კაცების და ქალების იძულებითი სამუშაოს განმახორციელებელი ქვეყანაც, წყაროც და ტრანზიტიც. ანგარიშის მიხედვით, ქალები და გოგონები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან როგორც თავად ქვეყანაში, ასევე თურქეთში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

ანგარისის მიხედვით,რომ გასულ წლებში ასეთი შემთხვევები ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში უზბეკეთიდან(შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც) ჩამოყვანილი გოგონები იძულებით პროსტიტუციაში ჩააბეს, კერძოდ საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებში და სასტუმროებში. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, კაცები და ქალები იძულებითი მუშაობის მსხვერპლნი არიან საქართველოში, ხოლო ქართველები იძულებითი მუშაობის მსხვერპლნი არიან რუსეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში უცხოელები სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე და სახლის დამლაგებლებად იძულებით ამუშავეს. “გასულ წლებში თურქი მამაკაცები გახდნენ

იძულებითი შრომის მხვერპლნი ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არ არის”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში,ყურადღება გამახვილებულია, ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემაზეც.ამ კუთხით საქართველოში არსევულ მდგომარებაზე ნათვამია,რომ საქართველოში ხშირად აქვს ადგილი მათ ექსპლუატაციას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ აიძულებენ მათხოვრობას და ქურდობას და ზოგჯერ ამ იძულებას საკუთარი მშობლები ახორციელებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომ უფრო მეტი მეთოდები იქნას გამოყენებული ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის აღმოსაჩენად.მისივე შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში საქართველოს შესახებ ნათქავამია, რომ მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ფინანსური სახსრები პრევენციულ ღონისძიებებზე, მსხვერპლთა თავშესაფარსა და პროფესიონალთა გადამზადებაზე.

ბურჯალიანის ინფორმაციით. მეხუთე წელია, საქართველო პირველ კალათაშია წარმოდგენილი.

მისივე თქმით,”ტრეფიკინგი არის ტრანსნაციონალური დანაშაული და ხშირ შემთხვევაში არის ორგანიზებული დანაშაული. სწორედ ამიტომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია საერთაშრისო თანამშრომლობა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რათა ჩვენი ძალისხმევა გაერთიანდეს და უფრო ეფექტური იყოს ბრძოლა”, – დასძინა ბურჯალიანმა.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...