Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ალდამოვი: რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ბევრი ტერორისტული აქტი საქართველოში მომზადდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/aldamov-300x225.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ქართული სპეცსამსახურები „დევნილობაში იჩქერიის ლეგიტიმური მთავრობის“ შექმნას ცდილობენ.

ამის შესახებ ე.წ. იჩქერიის რესპუბლიკის საქართველოში ყოფილმა დე ფაქტო ელჩმა ხიზრი ალდამოვმა გროზნოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ე.წ. იჩქერიის მთავრობა რუსეთზე წნეხის განსახორციელებლად იქმნება.

ალდამოვის განცხადებით, სააკაშვილი „იჩქერიის პარლამენტის ყოფილ თავჯდომარეს“ ახიად იდიგოვს რამდენჯერმე შეხვდა და იდიგოვი პრეზიდენტს ჩეჩენი სეპარატისტების ერთ-ერთ ლიდერთან ახმედ ზაქაევთან ურთიერთობის გაწყვეტას ურჩევდა, რადგან ზაქაევი პრორუსულადაა განწყობილი.

ალდამოვის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ბევრი ტერორისტული აქტი საქართველოს ტერიტორიაზე მომზადდა, თუმცა მას არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მოუყვანია.

მისივე განმარტებით, იჩქერიის ახალი „მთავრობის“ წევრები ე.წ. პანკისის ჯამაათთან არიან დაკავშირებულნი, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში რამდენიმე ტერაქტი განახორციელა.

ალდამოვის განცხადებით, ელჩის მოვალეობის შესრულებისას ის ამ კავშირების წინაარმდეგ გამოდიოდა, რის გამოც ქართული სპეცსამსახურები მის მოკვლას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხიზრი ალდამოვის ჩეჩნეთში ერთი კვირის წინ დაბრუნდა და ჩეჩნეთის პრეზიდენტსა და ჩეჩენ ხალხს პატიება სთხოვა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...