Jump to content
Planeta.Ge

ჯონდი ბაღათურია: "ხელისუფლება პროსტიტუციით შოულობს ფულს"


Recommended Posts

"ახალი თაობა"

№145(5835)

(გვ.3) _ საზოგადოებაში დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ აჭარაში თურქებს ბორდელები აქვთ გახსნილი. ეს ფაქტი ბევრმა პოლიტიკოსმა გააპროტესტა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამაზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა. რამდენიმე თვის მანძილზე ოპოზიციონერებმა პროსტიტუციისთვის ვერ მოიცალეს, ცოტა ხნის წინ კი ეს საკითხი პარლამენტის წინაშე დაისვა - ბორდელებთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება გააკეთა ჯონდი ბაღათურიამ. მან ჯერ რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ აჭარა ტრეფიკინგის ცენტრად იქცა - თურქებს აჭარაში გახსნილ ბორდელებში შუა აზიიდან ჩამოჰყავთ გოგონები, გასული კვირის დამლევს კი ბაღათურიამ ბათუმში ბორდელების საწინააღმდეგო აქცია გამართა და ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსასწორებლად გარკვეული პერიოდი მისცა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იქ ისეთი არაფერი ხდება, ადგილობრივები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, თურქი მამაკაცების ქმედება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ბათუმელები ამბობენ, რომ საღამოს ქალები ქუჩაში ფაქტობრივად ვერ გადიან, რადგანაც მათ თურქი მამაკაცები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივების თქმით, ისინი თურმე არც ქალების გვერდით მდგომ მეუღლეებს ერიდებიან. ამ ნიადაგზე ბათუმში უკვე რამდენჯერმე მოხდა კონფლიქტი. მართალია, ეს ინფორმაციები გახმაურდა, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა. გაჩერებას არც ოპოზიცია აპირებს. პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ბაღათურიამ ხელისუფლება სუტენიორობაში დაადანაშაულა. მანამდე კი პარლამენტის წევრების სამოვლინებო ხარჯებით დაინტერესდა - მისი თქმით, საბიუჯეტო სახსრები, ყველაფერთან ერთად, პარლამენტის წევრების დროსტარებაზე იხარჯება. ,,შარშან სექტემბერში კლაიპედაში, ორკვირიანი დესანტი როცა იყო გადასხმული, მე მაქვს პარლამენტისა და მთავრობისთვის სამარცხვინო ფოტომასალა, თუ რითი ერთობოდნენ ბიუჯეტის ხარჯზე პარლამენტის წევრები, როგორ ფლანგავდნენ ხალხის ფულს და მეორე მხრივ, როგორ არცხვენდნენ სახელმწიფოს. როცა მინისტრი და პარლამენტის წევრი საზღვარგარეთ იმყოფება და არაფხიზელ მდგომარეობაში ასე იქცევა, სრულიად სამარცხვინოა", - აღნიშნა ბაღათურიამ. კლაიპედას შემდეგ ბაღათურიამ იერიში სუტენიორტებზე მიიტანა - "ქართული დასის" ლიდერი ამ ქმედებაში ხელისუფლებას დებს ბრალს - "საერთაშორისო ტრეფიკინგით არიან დაკავებულები - რას ეძახით თურქულ ინვესტიციას? შუა აზიიდან მეძავების იმპორტს ჰქვია ინვესტიცია? მთავრობა ისე დაეცა, რომ პროსტიტუციით ფულის კეთებით არის დაკავებული. ამას პოპულარულ ენაზე სუტენიორობა ჰქვია", - განაცხადა ბაღათურიამ. ხელისუფლება კი ბორდელების არსებობას საერთოდ უარყოფს, თუმცა ხანდახან ინფორმაცია მაინც ჟონავს. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ბათუმში უზბეკმა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რა იყო ამის მიზეზი, სამართალდამცავებს არ დაუკონკრეტებიათ. ბათუმში ამბობენ, რომ ის მოტყუებით ჩამოიყვანეს და ბორდელში ამუშავებდნენ. გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, ბორდელები გონიოშიც მრავლად ყოფილა. - ადგილობრივების მტკიცებით აქ 27 ასეთი დაწესებულებაა, რომლებიც როგორც სასტუმროები და კაფეები, ისეა გაფორმებული. გონიოს მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სოფელში შუა აზიიდან ჩამოსული 500 სექსმუშაკი საქმიანობს - ისინი მხოლოდ თურქ კლიენტებს ემსახურებიან. გონიოს 450 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ განცხადებას იმის დასტურად ინახავენ, რომ გონიოს სექს-სოფლად გადაქცევის შესახებ ყველას მისწერეს - გონიოს პოლიციით დაწყებული, საქართველოს პრეზიდენტით დამთავრებული, მაგრამ სოფლის სექსზონად გადაქცევას არავინ შეუწუხებია. ბათუმლებს" შუააზიელი გოგონებისთვის პასპორტის წართმევის ფაქტი არ აღმოუჩენია, დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ მათ თავიანთი დამსაქმელების წინაშე ანგარიშვალდებულება აქვთ: ჩამოსვლის შემდეგ იხდიან დაახლოებით 700 დოლარს მგზავრობის ღირებულებას და 5000 დოლარს - დასაქმების საზღაურს. ვალის გადახდის შემდეგ გამომუშავებული თანხის გაყოფა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია. სექსმუშაკები გონიოში ერთი კლიენტისგან 150 დოლარს იღებენ. ზოგიერთი ამბობს, რომ ქართველ მამაკაცს 3-ჯერ მეტი ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი არ გაყვება - "მე მხოლოდ თურქებს მივყვები" - ისმის ფარულ ჩანაწერში ერთ-ერთი ქალის ხმა. ცოტა ხნის წინ გონიოში აბდულიშების მიერ გაქირავებულ სახლში მცხოვრები სექსმუშაკებიდან ერთ-ერთმა თავი ჩამოიხრჩო. გონიოში მოისმენ იმასაც, რომ ეს ქალი "ჯერ მოკლეს და შემდეგ ჩამოახჩვეს". საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ბათუმის მერიამ ის დაკრძალა როგორც უპატრონო მიცვალებული, ქალის "პატრონმა" თურქეთის მოქალაქემ კი სასწრაფოდ დატოვა გონიო, მეზობლების თქმით კი აბდულიშების სახლში სხვა გოგონები აღარ გამოჩენილან. ბორდელების არსებობა, რა თქმა უნდა, გონიოს მოსახლეობას სიმშვიდეს ურღვევს, რომელიც განსაკუთრებით იმის გამოა აღშფოთებული, რომ ბორდელები სოფლის სკოლის გარშემოა განთავსებული. სკოლის მიმდებარე ტერიტორია მებორდელეებს ერთი მიზეზით იზიდავს - აქ საერთაშორისო მაგისტრალი გადის და თურქული ტრაილერები ამ გზით მოძრაობენ. თურქი მძღოლები ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს, სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. "კაცები იმდენად მთვრალები არიან, რომ ნებისმიერ ქალს ჰკიდებენ ხელს. ამას რომ უყურებ, თავის შეკავება ძნელია. თუ იჩხუბებ, პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქის შეურაცხყოფისთვის მკაცრად გსჯის", - ამბობს გონიოს სკოლასთან ერთ-ერთი მცხოვრები. გონიოს სექს-სოფლად ქცევამ მეზობლებიც გადაჰკიდა ერთმანეთს - ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკებიან - ვინც უარი თქვა თავის საცხოვრებელში ბორდელის გახსნაზე, უკვე ხვდება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ტურისტებს საბოლოოდ უნდა დაემშვიდობოს - ანუ მათთვის სეზონი ჩავარდება და სახლებს ბანკი გაუყიდის. სამაგიეროდ, ეს საფრთხე აღარ ემუქრება მათ, ვინც სახლები უკვე გასცა "სასტუმროებად"... წერილი, რომელიც 450 გონიოელის ხელმოწერით პარლამენტის თავმჯდომარეს მისწერეს, დავით ბაქრაძემ ისევ გონიოს პოლიციაში გადაამისამართა, თუმცა პრეზიდენტთან გაგზავნილ წერილს განსხვავებული რეაქცია მოჰყვა - აქტივისტებთან გონიოს პოლიციიდან მივიდნენ და გააფრთხილეს - საჩივრების წერა აღარ გაბედოთო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აბა რითი უნდა იცხოვროს საქართველომ, სხვა შანსი არააა, აქ არაფერი არ ვითარდება, საქ. უნდა გახდეს ბორდელის მექა :what:

გადანაწილებულია ყველაფერი, ესაა ტურისტული ქვეყანა აბა ეხლა აქ სვეტიცხოვლის და აქოთებული ბათუმის წყლის გამო არავინ ჩმოვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ბორდელისთვის ვინ ჩამოვა?

4 მილიონი ტურისტი..: :)) ამას ელოდება წელს მიშა... :))

 

სექს ტურიზმის შესახებ თუ გსმენია რამე, უკრაინა, ტაილანდი, ბრაზილია,.

ოფლის მეურნეობა ჩვენ არ გვაქვს, წარმოება მითუმეტეს, არც ნავთი, არც პირამიდები ასე რომ.... :))

 

ჩამოვა აქ ტურქი, ირანელი, აზერბეიჯანელი, სომეხი ტურსიტი ისიამოვნებს და წავა, ფულს დატოვებს,

აბა ის იყო კარქი ქართველები ფულს რუს ქალებში რომ ხარჯამდნნ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

აე რომ, პრიორიტეტული გავხადოთ პროსტიტუცია? :D

ჯერ გაალეგალონ მაინც...

ტაილანდში არაა ლეგალური, არც უკრაინაში, უამრავი ქვეყნებია სადაც არალეგალურადაა მაგრამ მიდი მოვდივარ, ლეგალიზაციის წინააღმდეგ ეკლესია გაილაშქრებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

უკრაინაში არ ვიცი რა ხდება..:)

 

 

ადგილობრივ ბოზებზეც იმუშავებს ნეტა ქართული ბორდელები? :D :facepalm:

 

newstudio

ვიცი , ყველა ბათუმელი მაგას სწუხს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

უკრაინაში არ ვიცი რა ხდება.. :)

 

 

ადგილობრივ ბოზებზეც იმუშავებს ნეტა ქართული ბორდელები? :D :facepalm:

 

newstudio

ვიცი , ყველა ბათუმელი მაგას სწუხს..

ჯერჯერობით ჩამოსულ პროტსტიტუტკებზე იმუშავებს, ძალიან ცოტაა მიუხედავად გაჭირვებისა, ადგილობრივ მომხმარებელს ძლივს აკმაყოფილებს, ასე რომ დაველოდოთ როდის შემოვა პროგრესი :grr:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

laci

 

აჭარა ლამის თურქეთის კოლონიად აქციონ ამ დედა ######

 

კარგია, ინვესტიციაააა :))

 

მიშას ოცნებაა ქართველი ქალების პროსიტუტიზაცია, ხომ თქვა, ურკაინელ ქალებს სჯობიხართო, იასნია რომ ხაჭაპურის ცხობა არ იგულისხმა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D :D

რას გვანან ერთი დაგანახა რა...

 

 

ვინ, უზბეჩკები და ტაჟჳკები? რავი, მე ერთხელ ყირგიზი ქალები ვნახე, ვეჩერინკა ჰქონდათ, ე.ი. ყბა მომექცა, ოღონდ ყაზახი ქალები არ არიან დაკავებული პროსტიტუციით, მაგათ ბევრი ფული აქვთ, ყირგიზები გვანან, ზოგიერთი იაპოშკას პონტში გადის, ასე რომ არა მგონია დაასაწუნები იყვნენ მითუმეტეს თურქებისთვის და კავკასიელებისთვის, უ

უი სუ ამერია ყაზახები, ყაზტრანსგაზი ხომ მაგათია და მაგათ ვეჩერინკას შევესწარი, გოგოები იყვნენ ისეთები, ისეთები მაგრამ არ შემიშვეს დახურული საღამო ქონდათ :fear:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ამათზე ვამბობ, ვინც ჩამოყვანილი ყავთ..:D

სურათები იყო რომელიღაც სტატიაში..:D საშინელებები,,

კაცი რო ვიყო და რამე მომთხოვოს , ვუჩივლებდი.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ამათზე ვამბობ, ვინც ჩამოყვანილი ყავთ.. :D

სურათები იყო რომელიღაც სტატიაში.. :D საშინელებები,, :what:

კაცი რო ვიყო და რამე მომთხოვოს , ვუჩივლებდი.....

 

თან ქართველებს არ უშვებენ, მე ზავიდენიები ვიცი თბილისში სადაც ქართველებს არ უშვებენ, მარტო თურქებს და ინდოელებს :what:

ისე დზალიან მორჩილები არიან, ეგ შუააზიელი ქალები, კაცს როგორც ბატონს ისე უყურებენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...